კრწანისის ტყე-პარკში ბიომრავალფეროვნების აღდგენა იგეგმება

  • Home
  • მთავარი
  • კრწანისის ტყე-პარკში ბიომრავალფეროვნების აღდგენა იგეგმება

ბოლო ათწლეულების განმავლობაში გარემოსდაცვითი სფეროს ინტერესების უგულებელყოფამ შეგვიქმნა უამრავი პრობლემა, რომლის წინაშეც დღესაც ვდგავართ. კრწანისის ტყეპარკი ამის ნათელი მაგალითია.

ჩვენ, ფაქტობრივად, თბილისსა და რუსთავს შორის შევქმნით ქართული ბუნების ცოცხალ მუზეუმს, სადაც მომავალი თაობები შეისწავლიან ბიომრავალფეროვნებასთან ურთიერთობას.

დარწმუნებული ვარ, რომ საერთო ძალისხმევით, ძალიან მალე მივაღწევთ მიზანს და ვიცხოვრებთ ისეთ გარემოში, რომელიც არა მარტო ჩვენი, არამედ მომავალი თაობებისთვისაც ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის გარანტი იქნება.

წყარო: საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური გვერდი