კორეული კინოფესტივალი – “ულამაზესი კორეა”

  • Home
  • მთავარი
  • კორეული კინოფესტივალი – “ულამაზესი კორეა”

კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი ფესტივალის “ულამაზესი კორეა”-ს მესამე ღონისძიებას უმასპინძლებს. ფესტივალი ჩატარდება 22-24 დეკემბერს.

ფესტივალს წარმოგიდგენთ საქართველოს კორეული ასოციაცია, თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი და დოკდოს ფონდი.

ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება არაერთი საინტერესო კორეული ფილმი (ქართული სუბტიტრებით), მოეწყობა დოკდოს ფოტოების გამოფენა, ფოტოზონა (სადაც სტუმრებს ადგილზე გადაღებული ფოტოების დაბეჭდვის საშუალება ექნებათ), კორეული კალიგრაფია, საქველმოქმედო აქცია და ასევე, გათამაშედბა საინტერესო კორეული სუვენირები.

ფესტივალზე  „ულამაზესი კორეა” ქართული პროგრამაც იქნება წარმოდგენილი.  სტუმრებს უჩვენებენ თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხეს”, ასევე სცენაზე წარდგებიან ქართული ქორეოგრაფიული და ვოკალური კოლექტივები.

ღონისძიება ჩატარდება კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის ხელოვნების ცენტრსა და ფოიეში და 17:00 საათზე გაიხსნება.

ფესტივალზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა.

Tags: