საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია წარმოგიდგენთ სამეცნიერო-საგანმანათლებლო კონფერენციას “ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში”
დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ასოციაციის წევრები საქართველოში ხაჭაპურის ტრადიციასთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევის პირველად შედეგებს წარადგენენ. ასოციაციის წევრები იმსჯელებენ ხაჭაპურის ტრადიციაზე, როგორც ქართული იდენტობის, გასტრონომიის მრავალსაუკუნოვანი მონაპოვარსა და მის უწყვეტ ევოლუციურ პროცესზე.
ხაჭაპურის ტრადიციის სხვადასხვა მიმართულებით შესრულებული პირველადი კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ საქართველოში ხაჭაპურის 50- ზე მეტი სახეობა არსებობს, თუმცა, ეს ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. ამ არამატერიალური ფასეულობის შენარჩუნება ქვეყნის თითოეული მოქალაქის მოვალეობაა, სფეროს განვითარებასა და პოპულარიზაციაში თავისი განსაკუთრებული წვლილი უნდა შეიტანოს მეცნიერებამ, ბიზნესმა და სახელწიფომ. სწორედ ასეთ „ეროვნულ პროდუქტად“ განვიხილავთ “ხაჭაპურის ტრადიციას საქართველოში”.მნიშვნელოვანია ხაჭაპურის პოპულარიზაცია, რათა გაიზარდოს მისი, როგორც ქართული პროდუქტის ცნობადობა საერთაშორისო სივრცეში. ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია, ვკითხულობთ საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე.
საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მისიაა გასტრონომიული კულტურის სფეროში აკადემიური კვლევების განხორციელება და მათი სათანადოდ წარდგენა. ამ მისიის განხორციელებაში მას მხარს აქტიურად უჭერს @USAID – ZRDA Activity in Geogia და სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუციები. ქართული გასტრონომიის საფუძვლიანი, მასშტაბური კვლევა, პოპულარიზაცია, შენარჩუნება ეროვნული მნიშვნელობის საქმეა, „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ გასტრონომიული კულტურის კომპლექსური კვლევის საუკეთესო მაგალითია.