კოლხეთის ეროვნულ პარკში ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა

  • Home
  • მთავარი
  • კოლხეთის ეროვნულ პარკში ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში ქალაქ ფოთის 3 ყველაზე აქტიური ეკო-კლუბის მონაწილეობით, ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებაზე, ქალაქის აქტიური ეკო-კლუბების მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა შეაჯამეს. ეროვნული პარკის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს გააცნეს სამომავლოდ დაგეგმილი გარემოსდაცვითი ღონისძიებები და განიხილეს ეკო-კლუბების ჩართულობის შესაძლებლობა.

აქტიური მოსწავლეები დაცული ტერიტორიების სააგენტომ პალიასტომის ტბაზე უფასო ტურით დააჯილდოვა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა პალიასტომის ტბასა და მდ. ფიჩორის ხეობაში პანტონით გაისეირნეს და რელიქტურ კოლხური ტყეებში გავრცელებულ მცენარეთა სახეობებს ადგილზე გაეცნენ. ეკო-კლუბის წევრები პალიასტომის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე ფრინველებს დააკვირდნენ. თანამშრომლებმა მოსწავლეებს გააცნეს ფრინველების აღრიცხვის მეთოდიკა და ფრინველების იდენტიფიცირება ორნითოლოგიური მოწყობილობებისა და ფრინველთა სარკვევი წიგნების საშუალებით.

ეკო-კლუბები აქტიურად ითანამშრომლებენ ეროვნული პარკის ადმინისტრაციასთან და ერთობლივად დაგეგმავენ სამომავლო ეკო-აქტივობებს.

წყარო: დაცული ტერიტორიების სააგენტო