ქობულეთში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტურისტულად აქტიურ ზონაში, რეაბილიტაციის ფარგლებში მოეწყო სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა რამდენიმე ქუჩას.
ამჟამად მიმდინარეობს 2 კმ სიგრძის მონაკვეთის ზღვისპირა პარკის მოწყობა. პროექტის ფარგლებში: უკვე მოეწყო 850 მეტრიანი მონაკვეთი, დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა სასეირნო ზოლი და სავალი ნაწილი, გაშენდა მწვანე ზოლი, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა, აშენდა მრავალფუნქციური სპორტული მოედანი, პროექტი ადაპტირებულია იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.
რეაბილიტაციის ფარგლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდა მეგობრობის, თბილისის და კოსტავას ქუჩების რეაბილიტაცია. ასევე მოეწყო 4 სკვერი და აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 8 სტადიონს.
წყარო:საქართველოს მთავრობა