ხევის დედოფალი

ნეტა რას დაბოდიალობს რა ვერ დალაშქრა ეს საქართველო სამ წელიწადში? ფრაზა რომელითაც ყოველ შაბათ კვირას ლაშქრობაში მაცილებს ჩემი მეზობელი ციალა, არა რა მაგის საქმეა? სულ ამას ვფიქრობ და მაინც ღიმილით ვეუბნები დილის სალამს ისიც ისე კეთილი სახით მიბრუმებს პასუხ თითქოს ჩემზე კიარა თავის გარდაცვლილ ქმარზე საუბრობდეს… ფიქრში გახვეული ჩავუყევი ჩემი უბნის  დაღმართს,  მეგობრები მელოდებიან დღეს მყინვარი გვაქვს დასალაშქრი როგორც წესი იმდენი მოსაყოლი გროვდება კვირიდან კვირამდე რომ მანძილი მხოლოდ ციფრებიღა რჩება, დაუსრულებელ საუბარში საერთოდ ვერ გავიგე როდის გადავუხვიეთ ნატახტარში და საერთოდაც როგორ მოვხვდით კობის უღელტეხილზე, გუდაურში ნისლები შეფენოდა მთებს მწვანეში ჩაფლული ტიტველი ხეობა ზემოდან ხელისგულივით ჩანს, ლომისის სალოცავიც ხან ნისლში დაიმალება ხანაც გამოჩნდება საოცარია კობი,  ბოლო წლების განმავლობაში ბევრჯერ გავიარე ეს გზა და თითქოს ერთნაირი არასდროსაა რასაც ამინდიც განსაკუთრებით უწყობს ხელს, თქვენ რომ განახათ როგორი ხმაურით ეშვება წვიმა აქ ან როგორ ლურჯდება ცა დილით სანამ მზე ამოვა… ესე ჩემს ფიქრებში გართულმა ვერც გავიგე როგორ დავადექით გერგეთის გზას, არადა საერთოდ არაა დამღლელი ბილიკი, გამოცდილი მოლაშქრე 40 წუთშიც ავა თავისუფლად მაგრამ მე რაღაც იშვიათობა ვარ და ჩემი ჩანთა კი ამის დასტური, ღმერთო რას არ ნახავს ადამიანი მასში განსაკუთრებით კი საჭმელს რის გამოც სულ დამცინიან მეგობრები რა ვქნა ესეთი ვარ სულ მშია.

სანამ გერგეთამდე მიხვალ  პატარა ტყე უნდა გაიარო, გზაში ბევრ ტურისტსაც ნახავთ, მითუმეტეს ჩვენი არასტუმართმოყვარე ხევის პატარძალი მაგნიტივით იზიდავს ტურისტებს და ყველაზე ამაყად თავს სწორედ მაშინ ვგრძნობ, როცა მთაში უცხოელი ღიმილით მესალმება. ესეიგი ჩემმა მიწამ კიდევ გააოცა ვიღაც და აღტაცემა მოჰგვარა… სანამ მყინვარის გზას გაივლი ჯერ გერგეტი გხვდება, მერე ბილიკი სადაც ნიშნულებია რომ  ,,მთა არასტუმართმოყვარეა და მარტო ლაშქრობა კი სახიფათო”    ლაშქრობის კულმინაცია საბერწის უღელტეხილია (არც კი ვიცი რატომ ქვია ეს სახელი) როცა იცი რომ პირველ საბანაკესთან ახლოს ხარ და თან ბარგის მოშორებასთანაც. არაფერი აკეთილშობილებს ადამიანს ისე როგორც ლაშქრობისას ჩანთიდან ზედმეტი საკვების გასაღების სურვილი.

ვერსად ნახავთ იმდენ ვარსკვლავს რამდენიც ამ საბანაკიდან ჩანს და არსად დაგეუფლებათ ისეთი სურვილი სამუდამოდ აქ დარჩენისა. მეორე საბანაკე უკვე მეტეოსადგურია იგივე ბეთლემის ქოხი რომელსაც არცთუ ისე დიდი ხნის ისტორია აქვს და რომელიც უამრავი ტურისტის თავშესაფარია ქოხს თავაპირველად მეტეოროლოგიური სადგურის დანიშნულება ქონდა თუმცა მოგვიანებით ადგილობრივი სტუმრებისა და ალპინისტრბის თავშესაფარი გახდა იგი 3653 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს მის ზემოთ ნაშალზე კი სამების ტაძარია რომელიც ყველაზე მაღლა მდებარე ტაძარია საქართველოში, 4100მ-ზღ დონიდან. 

უამრავი ლეგენდა უკავშირდება  მყინვარწვერს რომელთაგან რამოდენიმე ნამდვილად გამოირჩევა თავისი მისტიურობით  მაგალითად  ერთ ერთი გადმოცემის  თანახმად 80 მეტრიანი კლდოვანი ნაშალის მიღმა  მდებარეობს ბეთლემის გამოქვაბული ადრე მორწმუნე ბერები მტრის შემოსევებისას საგანძურს ყინულის გამოქვაბულში მალავდნენ რომელზედაც გრძელი ჯაჭვის კიბის მეშვეობით ადიოდნენ, ლეგენდა მოგვიამებით ილია ჭავჭავაძემ კარგად აღწერა თავის პოემაში ,,განდეგილი” ასევე მყინვარს უკავშირდება ლეგენდა პრომეთეს შესახებაც. მანამ სანამ ბეთლემის ქოხამდე მიხვალ ჯერ უნდა გაიარო ყინულის მასივი და მერე აღმართი, რომელსაც ადგილობრივები ,,სიკვდილის აღმართს” ეძახიან, არასდროს დამილევია ჩაი ისე გემრიელად როგორც აქ შუა აგვისტოში წელამდე თოვლში  და თან გაყინულმა, სხვანაირად ჩანს ხევი ზემოდან სიჩუმეში გარინდული აი თურმე რატომ დაწერა რაფიელ ერისთავმა ,, არ გავცვლი სალსა კლდეებსა უკვდავებისა ხეზედა, არ გავცვლი მე ჩემს სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა” აქა გვაქვს სამოთხე და სხვაგან როგორღა ვიპოვით?! ამბობენ ხედი მყინვარიდან სასწაულიაო მთელი ჩრდილო კავკასია სულ ხელის გულზე გეტევა თუმცა წლეულს ვერ შევძელი ბოლომდე ასვლაბმაგრამ მომავალ წელს მაინც ავალ თუნდაც კიდევ სამი ან ოცდაათი წელი დამჭირდეს ამისთვის, იმ ცისთვის, ვარსკვლავებისთვის, ჩაისთვის, ამ ერთი ნაფლეთი ბედნიერებისთვის ღირს იქ ასვლა ბეთლემის ქოხის წინ სკამზე ჩაის ჭიქით ჯდომა და უსასრულობაში დაკარგვა წინაპრების ლეგენდებთან ერთად.