14 სექტემბერს წინანდალში გაიმართა ხატია ბუნიათიშვილისა და ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტი მაესტრო ზუბინ მეტას დირიჟორობით. მუსიკის მოყვარულები ამ თარიღს დიდი ხნის განმავლობაში ელდონენ.
მაესტრო ზუბინ მეტა საქართველოში ხატია ბუნიათიშვილი თხოვნით ჩამოვიდა. ხატია ბუნიათიშვილის და ზუბინ მეტას თანამშრომლობაზე გერმანულ-ფრანგული ტელე-არხი ARTE აკეთებს დოკუმენტურ ფილმს. ხატიას სურვილით, ამ მეტად მნიშვნელოვან დოკუმენტურ ფილმს საქართველოში გადაიღებენ.
წინანდალში ასევე დაარსდა კლასიკური მუსიკის საერთაშრისო ფესტივალი, დამფუძნებელთა აზრით ქვეყნის განვითარებისთვის კლასიკურ მუსიკას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.