რა გავაკეთოთ?! ხაშურელი ბავშვები ამ კითვას ხშირად ვუსვამთ ხოლმე ერთამანეთს, ძირითად დროს კი მაინც სახლში ვატარებთ და ვმეცადინეობთ. არცერთი თეატრი ან კინო და სულ რამოდენიმე მოუვლელი სკვერი. დღეებს მხოლოდ ჩემი საყვარელი სათამაშოები ხის მატარებელი და მეგობარი ”ბეგი” მიფერადებნენ. თანატოლებისგან ალბათ იმით განვსხვავდებოდი , რომ ამ მატარებლით ველურ მაგრამ საოცრად გულწრფელ და ერთგულ ცხოველთა სამყაროში მოგზაურობაზე ვოცნებობდი. ცუდ ხასიათზე ყოფნისას, როცა მთელი სამყარო განადგურებისკენ მიექანებოდა ”ბეგისთან” ერთად კოშკზე ავძვრებოდი და მოჭუტული თვალებით ვაკვირდებოდი ცას, იმედით რომ ერთხელ ბეგის მეგობრებს უფრო ახლოდან გავიცნობდი. აქამდე მეგონა რომ ცხოველები მხოლოდ ტელევიზორში და წიგნებში არსებობდნენ, თუმცა მას მერე რაც ჩემმა ერთადერთმა უბნის მეგობარმა მოხუცმა თედო პაპამ თბილისის ზოოპარკის ანუ ზოოლოგიური პარკის შესახებ მიამბო ვიცი რომ ერთხელ მანდ აუცილებლად წავალ და მათ ჩავეხუტები.
11 იანვარს 10 წლის რომ გავხდი ჩემი ყველაზე ძვირფასი საჩუქარიც სწორედ თედო პაპამ მომიტანა. ნაცრისფერი, ძალიან ძლიერი, თითქმის დედამიწის ფორმის ბეჰემოტი, რომელსაც ბეგი დავარქვი. ბეგი თითქოს ჩემი ერთადერთი იმედი იყო, რომ ჩემი მოგზაურობა ოცნებად არ დარჩებოდა. ის მართლა ნამდვილ ბეჰემოტს გავდა თუმცა არა ცოცხალს. „გილოცავ, ჭვიანო და კეთილო ბიჭუნა, ვიცი ცხოველთა სამყაროში მოგზაურობაზე ბევრს ოცნებობ, დაიმახსოვრე ზოოპარკი ის ადგილია, სადაც ნამდვილი ბეგი ცხოვრობს და ბავშვებს შეუძლიათ მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან ჩამოყვანილი ცხოველი დაათვალიერონ“ – მითხრა თედომ და ღვინით სავსე ფიალა ერთ წამში ჩაცალა, თან დედას და მამას კეთილი თვალებით გადახედა.
დასვენების დღეები არ მიყვარდა, რადგან სკოლაში წასვლა მოწყენილობისგან თავის დახწევის არცთუ ისე ცუდი გზა იყო. იმ დღესაც მშობლები სამუშაოდან როგორც წესი მზის ჩასვლისას უნდა დაბრუნდებულიყვნენ და დრო მარტო ბებიასთან და მეზობელ თედოსთან საუბარში მომეკლა. თედომ სტუმრები გააცილა და მალევე შებრუნდა სახლში, დავიღალე და ცოტას დავისვენებო. ის იყო ეზო უნდა გადამეკვეთა რომ უკან ისევ ჩემს სახლში დავბუნებულიყავი, მიწაზე დაგდებული ახალი დაბეჭდილი ფურცელი ავიღე ისე რომ არც შემიხედავს, მივხდი რომ ფულს არ გავდა და გზა გავაგრძელე. ვუყურებ ფურცელს და ვხედავ ხაშური – თბილისი 21 თებერვალი 12 საათი. თავიდან შემეშინდა ქურდობა არ დაებრალებინათ ჩემთვის, მაგრამ მერე მივხდი რომ ეს იყო ერთადერთი გზა ჩემი და ბეგის საოცნებო ქალაქში სამოგზაუროდ. მთელი ღამე არ მეძინა ვჭმუჭნიდი ქაღალდს და თან ჩემს საოცნებო მოგზაურობაზე ვფიქრობდი.
სადილის შემდეგ ბებიას ტრადიციულად გავძახე, რომ სასეირნოდ მივდიოდი ბავშვებთან და ასე უკან-უკან ყურებით გადავკვეთე ჩემი სახლის ჭიშკარი. მივუახლოვდი სადგურს, სადაც თითქოს ყველა ჩემსავით სახლიდან გამოპარულიყვნენ და 12 საათს შიშით ელოდებოდნენ. ისე რომ ჩემი მატარებელში აღმოჩენა ვერც ვერავინ შეამჩნიეს. ოდესღაც მწვანე ფერის, ცივ მატარებელში ბებოს გამომცხვარი ჟოლოს ორცხობილებით ვირთობდით თავს, ფანჯრიდან კი მე და ბეგი თეთრ თოვლში ჩატოვილ სახლებს ვათვალიერებდით. გზად არავის გამოვლაპარაკებივარ, რადგან სხვა მგზავრები ჯერ ჩემს მეგობარ ბეგის უყურებდნენ შემდეგ მე და იცინოდნენ. მოსაღამოვდა, დრო მალე გავიდა. როგორც იქნა სადგურზე გავჩერდით, ამდენი ხალხი და მანქანები ერთად არასოდეს მინახავს თითქოს ჩემი საქციელის შესახებ ქალაქელებს გაეგოთ და ყველა მე მეძებდა. ვუყურებდი ჩემს წინ ჩამოკიდულ ათობით საინფორმაციო დაფას და ვეძებდი სადმე სიტყვა თბილისის ზოოპარკი უნდა წერებოდა. ბეგის მგონი ძალიან ციოდა და ეშინოდა უცხო ქალაქში, თუმცა ამაზე არაფერი უთქვამს, მიყურებდა ზურგჩანთიდან და თითქოს შეშინებული ფიქრობდა იმაზე, რომ ჩემი მშობლები უკვე მთელს სახლ-კარსა თუ ქალაქში დაგვეძებდნენ.
-ბიჭუნა, აქ მარტო ხარ? უეცრად ხალხის ნაკადიდან ჩემსკენ პოლიციელი ნელი ნაბიჯებით გამოემართა. -არა, მარტო, როგორ.. ღიმილით ვუპასუხე მე და თან ბეგის შევხედე. ეგ იყო და გავიქეცით სადგურიდან, ალბათ 500 მეტრი არ გავჩერებულვარ. ეს თბილისი იმაზე დიდი ქაოსია ვიდრე მეგონა. ახლა უკვე მანქანამ ისე ახლოს მომიჩერა გეგონება უნდა გავეტანეთ და ახალგაზრდა თუ მოხუცმა ვერ გაარჩევდი ბიჭმა გაბრაზებულმა დამიძახა: -სად ცხოვრობ? -ზოოპარკში, წამიყვანთ? -კი, როგორ არა… და ხელი ისე მაგრად ჩამჭიდა, თითქოს ჩემს საძებნელად გამოსულიყო. -ზოოპარკში ვისთან მიდიხარ? -ცხოველებთან … – იცნობ? – არა მაგრამ გავიცნობ. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მთელი ჩემი ნაწვალები ამ ბიჭმა თავისი მოღუშული სახით წყალში ერთიანად გადაყარა, როცა გზაზე პირველივე პოლიციასთან გამაჩერა. ნათურებიან მანქანასთან მდგომი კაცები მაშინვე ჩემსკენ გამოემართნენ, – თუ გინდა რომ ზოოპარკში მიგიყვანოთ უნდა გვითხრა სინამდვილეში სად ცხოვვრობ და ამ ღამეს შუა ქუჩაში რა გინდა? თან ხმოვანი ტელეფონებით რაღაც გაუგებარ კოდებს გადასცემდა. მივხდი, რომ ამ უცხო ქალაქში სრულიად მარტო დავრჩი და თითქოს დახმარების იმედით ამ ბიძიას ყველაფერი მოვუყევი. – აა შენ ხარ ეს პატარა ხაშურელი ბიჭუნა? შენი მშობლები უკვე რახანია დაგეძებენ და ნერვიულობენ, ასე მოქცევა დანაშაულია! ბორჯომი, შოკოლადი და ჩიფსები მომაწოდა ახალგაზრდა/მოხუცმა ბიჭმა, რომელიც თითქოს ჩემი პოვნისთვის დააჯილდოვესო, ჩემთან ერთად ფოტო გადაიღო და დამემშვიდობა.
მივხდი, გზა ხაშურიდან თბილისის ზოპარკამდე რა შორი ყოფილა, როცა გავაცნობიერე რომ პოლიციელებს უკანა გზაზე სახლში მივყავდი, თან თითქოს ზღაპარივით მიყვებოდნენ ამბავს რა დღე მელოდა მშობლებთან შეხვედრის შემდეგ. მთელი გზა ვტიროდი, ჩავედით თუ არა მანქანიდან გადმოვხტი და მშობლების გვერდით ავლით ჩემს ლოგინზე დავენარცხე. -ასე რატომ მოიქეცი? ერთი მეორეს მონაცვლებით მეკითხებოდნენ მამა, დედა და შეშინებული ბებია, რომელიც ტავს დამნაშავედ გრძნობდა – არაფერი მახსოვს! თვალცრემლიანმა ვუპასუხე მათ და ბეგის ჩავეხუტე. მეორე დილით სადილისას მშობლებს ყველაფერი ვუამბე, მთავარია რომ კარგად ხარ, ასე აღარ მოიქცე და გპირდები ყველგან წაგიყვან სადაც მეტყვი, მითხრა დედამ და იქვე მდგომ ტელევიზორს სადაც ჩემი სახელი გაიგონა თვალებანთებულმა შეხედა.
„დავითი ჯერ 10 წლისაა, ის საპატრულო პოლიციამ ქალაქში ხეტიალის დროს იპოვა. ყვება, რომ ქალაქ ხაშურში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, სახლიდან დაუკითხავად გამოიპარა, მატარებელს გამოჰყვა, თბილისში ზოოპარკის სანახავად და დედაქალაქის დასათვალიერებლად ჩამოვიდა, თუმცა, მალევე დააღამდა და მიხვდა რომ მისთვის სრულიად უცხო ქალაქში მარტო აღმოჩნდა. თბილისის ზოოპარკის ინიციატივით ხვალ დავითი ოცნებას აიხდენს და მეგობარ ცხოველებს დაათვალიერებს, მას ჩვენგან ცხოველების განუსაზღვრელი სიყვარულისთვის თბილისის ზოოპარკის საპატიო მეგობრის წოდებაც მიენიჭება“ თვალებს არ ვუჯერებდი, დედა ისინი ხომ ჩემზე ყვებიან, სიხარულისგან მეც და დედასაც ცრემლები გვსდიოდა და მივხდი რომ ჩემი მოგზაურობა შედგა, რომ ყველაფერი ცუდი კარგით დამთავრდა , რომ სულ რაღაც ერთ დღეში იმ სამყაროში აღმოვჩნდებოდი, სადაც ჩემი უცხო მეგობრები მელოდებოდნენ. – აბა თუ იცი ხვალ სად მივდივართ, ყვირილით დავუბრუნდი ჩემს საძინებელში უიმედოდ დაგდებულ ბეგის, რომელიც ისევ ბეჭებზე იწვა და თვალებმოჭუტული ელოდა მისი მეგობრების გამოჩენას და მთელი ძალით ჩავეხუტე.
ავტორი: ელია ამისულაშვილი
#TBILISICITYBLOGGER
(შექმნილია ნამდვილ ამბავზე, ეძღვნება თბილისის ზოოპარკის 91 წლის იუბილეს)