საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ხელოვნების ნიმუშთა კონსერვაციის ცენტრის თანამშრომლობის საფუძველზე 2018 წელს შესრულდა მცხეთის ჯვრის მცირე ტაძრის ქვის საკონსერვაციო სამუშაოების მეორე ეტაპი.
სამუშაოები მიზნად ისაახავდა ტაძრის ინტერიერში,დაზიანებული ქვების კონსერვაციას,გაფხვიერებული და განშრევებული ზედაპირების კონსოლიდაცის, წინა პერიოდის ამორტიზირებული სარესტავრაციო ჩარევების მექანიკურ მოხსნას და ნაკლული ადგილების რეკონსტრუქციას.
პროექტი წარმოადგენს 2016 წელს დაწყებული მცირე ჯვრის ქვის საკონსერვაციო სამუშაოების შემდეგ ეტაპს, პროექტს ხელმძღვნელობს პროფ.ნანა კუპრაშვილი, სამუშაო პროცესში ჩართულები არიან რესტავრატორ-კონსერვატორები და სტუდენტები თბილისის სამხატვრო აკადემიიდან, რომლებიც პრაქტიკას გადიან უშუალოდ ქვის კონსერვაციის დისციპლინაში.
მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარი მდებარეობს მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. ნაგებობა 545-586 წლებშია აგებული. დღესდღეისობით ტაძრის სამშენებლო მასალის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. დროთა განმავლობაში,ბუნებრივი პირობების ზემოქმედებისა და სტრუქტურის შსესუსტებამ სხვადასხვა დაზიანებები წარმოქმნა.ამდროისთვის ტაძრის ინტერიერში,ზემოთ აღნიშნული მიზეზებიდან გამომდინარე შემდეგი ტიპის დაზიანებები აღინიშნება.ქვის ზედაპირის აქერცვლა ქვის განშრევება ქვის გაფხვიერება ქვის ზედაპირის სახეცვლა
2018 წლის ხელშეკრულების თანახმად შესრულდა შემდეგი საკონსერვაციო სამუშაოები:
-ქვის ზედაპირის კონსოლიდაცია-წინა პერიოდის სარესტავრაციო ჩარევების მექანიკური მოცილება.
-ქვის ნაკლული ადგილების რეკონსტრუქცია კირხსნარით.
-ქვის წყობას შორის არსებული ნაკერების ინექტირება.