„ჯიბის კაცი“ ლონდონის საერთაშორისო ანიმაციის ფესტივალის მთავარი პრიზიორია

  • Home
  • მთავარი
  • „ჯიბის კაცი“ ლონდონის საერთაშორისო ანიმაციის ფესტივალის მთავარი პრიზიორია

პირველი ქართულ-ფრანგული ანიმაციური ფილმი ” ჯიბის კაცი”, ლონდონის საერთაშორისო ანიმაციის ფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელია.

ფილმის ავტორია ქართველი ილუსტრატორი ანა ჩუბინიძე და ფილმზე ქართულმა სტუდიამ Kvali XXI ფრანგულ ანიმაციურ სტუდია Folimage-სთან ერთად იმუშავა.

ფილმი პატარა კაცის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ძველ ჩემოდანში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც უსინათლო კაცი ამ ჩემოდანში პატარა კაცს აღმოაჩენს, ისინი მეგობრდებიან და პატარა კაცი  მეგობრის ჯიბეში გადასახლდება.

ეს არის ამბავი ყველაზე დიდ და იდეალურ მეგობრობაზე.

ანიმაციური ფილმი “ჯიბის კაცი“ არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია.

Tags: