ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით 30 000 მილიონი ლარი გამოიყოფა

  • Home
  • მთავარი
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით 30 000 მილიონი ლარი გამოიყოფა

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და შესაბამისი ინფრასტრუქტურული მზაობა ქვეყანაში გახდეს ჩვენი პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი გამოიყოფა. თანხა გზების რეაბილიტაციასა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების პროექტირებას მოხმარდება.

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა რეგიონებშიც, სადაც მთავრობა ასევე არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს.

ერთი თვის ვადაში უნდა დასრულდეს ქვეყნის მასშტაბით არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის აღწერა და არსებული საჭიროებების შესწავლა, რის შემდეგაც მომზადდება სამოქმედო გეგმა .

მთავრობის გეგმის მიხედვით, მომავალი სამი წლის განმავლობაში სპორტულ აქტივობაში ჩართული მოსახლეობის რაოდენობა უნდა გაორმაგდეს და ევროპულ მაჩვენებელს დაუახლოვდეს.

წყარო: საქართველოს მთავრობა