ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეგფონდის მეშვეობით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

  • Home
  • მთავარი
  • ინფრასტრუქტურის სამინისტროში რეგფონდის მეშვეობით განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი შეხვდა საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებსა და გუბერნიების სპეციალისტებს.

შეხვედრაზე განიხილეს მომავალი წლის პრიორიტეტები და მიმდინარე წელს სხვადასხვა პროგრამის განხორციელების პროცესში წარმოქმნილი სირთულეები.

“ორი დღის განმავლობაში დეტალურად გავიარეთ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროეტები ცხრა რეგიონის წარმომადგენლებთან. პამდემიის გამო წელს განსაკუთრებული ვითარება იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოთხივე მიმართულებით, ესაა – სკოლების მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რეგიონული განვითარებისა და მთის ფონდები, ფაქტობრივად ყველა ვალდებულება შესრულებულია, რაც ნიშნავს, რომ ჯამურად 455 მილიონი ლარის პროექტები განხორციელდა.”- აღნიშნა ილია ბეგიაშვილმა.

მისივე თქმით, რეგფონდის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. 2017 წელს ფონდის ბიუჯეტი 200 მილიონ ლარამდე იყო, 2018-ში – 250 მილიონი, 2019-ში – 270 მილიონი, ხოლო წელს მისმა მოცულობამ შეადგინა 360 მილიონი ლარი.

 

წყარო: საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

Tags: