სკანდინავიის სახელმწიფოებიდან საქართველოში ტურისტების მოზიდვის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინფოტური მოაწყო.
შვედეთისა და დანიის წამყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ეწვინენ. 4 დღიანი ინფოტური ავიაკომპანია “Air Baltic”-ის თანაორგანიზებით გაიმართა.
ტურის ფარგლებში სკანდინავიელმა ტუროპერატორებმა თბილისი, მცხეთა, გუდაური და სტეფანწმინდა მოინახულეს. შვედი და დანიელი ტუროპერატორებისთვის სასტუმრო „ჰოლიდეი ინიში“ სპეციალური პრეზენტაცია გაიმართა, ტუროპერატორებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე შეხვდა.
ტურისტული ნაკადების გაზრდის და ტურისტული პაკეტების შექმნის მიზნით სკანდინავიელი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ.