იტალიელი ტუროპერატორები საქართველოს ტურისტულ პოტენციალის გაეცნენ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ორგანიზებით საქართველოს იტალიური ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეწვივნენ.
ჯგუფის წევრებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხე მოინახულეს, ეწვივნენ თბილისს, მცხეთას, სიღნაღს, ყვარელს. დაათვალიერეს სასტუმროები, ღვინის მარნები, გაეცნენ ღვინის მომზადების ტრადიციულ მეთოდებს. ტუროპერატორებისთვის მოეწყო სპეციალური პრეზენტაცია ქართული კულინარიისა და ღვინის თემატიკაზე.
ინფოტურის ფარგლებში იტალიელი ტუროპერატორები ქართველ კოლეგებს შეხვდნენ.
წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია