#inlovewithCambodia

დღევანდელი დღე ჰგავდა ჟანგბადის ჩასუნთქვას – ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ ემოციური დღე ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაში.. და არა უცნაური საჭმელების გასინჯვის გამო! კამბოჯა, ტბაზე მოტივტივე სოფელი Kampong Pluck..!! დაუსრულებელი მდინარე გზის მაგივრად, ხის სახლები 6-მეტრიან ფეხებზე, გარშემო წყალი, ბევრი წყალი.. ადგილი, სადაც დრო გაჩერდა…ყველაზე უცნაური და გამაოგნებელი დასახლება, რაც აქამდე მინახავს! მსოფლიოში ცოტაა შემორჩენილი ასეთი ავთენტური ადგილები.. absolute must see!! ❤ ყველანი დავმუნჯდით ამ სილამაზით.. ნასტიამ ძალიან კარგად აღწერა, მე მეტს ვერ დავამატებ ამ სოფელზე..უბრალოდ, აი სურათები რისი გადაღებაც მოვასწარი.. დაგვაღამდა…
ზოგადად, კამბოჯაზეც მინდა დავწერო…საოცარი ისტორიის ქვეყანა! Khmer-ების იმპერიით დაწყებული დიქტატორ Pol Pot-ით დამთავრებული (მის წითელ რეჟიმს 1975-1979 წლებში შეეწირა 3 მილიონი ადამიანი – მოსახლეობის თითქმის 25%).. ზუსტად ასეთივე საოცარ ემოციებს იწვევს ჩაფრენისთანავე! Siem Reap-ის აეროპორტი – ყველაზე ლამაზი და კომფორტული (ყველა მნიშვნელობით) აეროპორტი რაც აქამდე მინახავს; ქალაქისკენ გზაზე: ტროპიკული ბუნება, წითელი ქვიშის ნიადაგი, გზაზე ცოტა მანქანა და ცოტა მეტი მოპედი, მანწანის სიჩქარე 30კმ საათში, გადასწრება მარჯვნიდან და აუცილებლად მოსახვევში, და 4 რიგად.. ხალხი გამხდარი, გამხდარი და მომღიმარი, მომღიმარი..სასტუმრო გასაოცრად უკარგესი და sightseeing უმაგრესი! – ქალაქიდან 10კმ-ში დედამიწის საოცრება Angkor Wat – მსოფლიოში ყველაზე დიდი რელიგიური კომპლექსი, Khmer-ების იმპერიის შედევრი, XI საუკუნის ჰინდუ-ბუდისტური ქალაქი-სამონასტრო კომპლექსი შუაგულ ჯუნგლებში (თუმცა, აბსოლუტურად ჰინდუ თავისი არქიტექტურით).. კომპლექსში ბევრი ტაძარია, აუცილებლად სანახავია: ტაძარი Angkor Tom, ქვაში გამოკვეთილი გიგანტური მომღიმარი ვიშნუს სახეებით, რომლის შესასვლელს “იცავს” 54 ქვის მეომარი (ძალიან შთამბეჭდავია!); და, რა თქმა უნდა, კომპლექსი Ta Prohm – ხავსმოდებული ღაჟღაჟა მწვანე, მიტოვებული, გიგანტურ ხის ფესვებში გადახლართული ტაძრები. მას შემდეგ, რაც აქ ფილმი Lara Croft: Tomb Raider გადაიღეს და ანჯელინამ კამბოჯელი ბავშვი იშვილა, მონასტერს ტურისტთა ჯარი მოაწყდა (განსაკუთრებით ბევრია ამერიკელი).. ანჯელინა ყოფილა პიროვნьება….. Siem Reap-დან 20კმ-ში მდებარე უნიკალურ მოტივტივე სოფელ Kampong Pluck-ზე უკვე დავწერე.. სრული შოკი იყო!! კალიების, გველების და მორიელების ჭამაც ნახეთ.. 😂😂 ვერ ვასწრებთ Tuol Sleng-ის იგივე Pol Pot-ის მსხვერპლთა მუზეუმის ნახვას, სამწუხაროდ (დედაქალაქი აქედან 320კმ-შია)….მაგრამ! კამბოჯა ერთ-ერთი ისეთი ქვეყანათაგანია, სადაც სურვილი გიჩნდება რომ დაბრუნდე.. აუცილებლად!!😁

#inlovewithCambodia