იაფი ავიაბილეთები – Aviabiletebi.org

თუ გიყვართ მოგზაურობა და დაგეგმვის დროს ხარჯავთ დიდ დროს სასურველი ავიაბილეთის შეძენაზე, მაშინ, aviabiletebi.org დაგეხმარებათ მოიძიოთ თქვენთვის სასურველი ფრენა, სასურველ თარიღში, ყველაზე იაფად.

კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ერთ სივრცეში გაერთიანებულია 728 ავიაკომპანია, მათ შორის, დაბალბიუჯეტიანი და სტანდარტული კომპანიები. აღსანიშნავია, რომ მომხმარებლებს ბილეთების მოძიება და დამატებითი ფასდაკლების მიღება შეუძლიათ  iOS / Android ოპერაციული სისტემებისთვის განკუთვნილი აპლიკაციიდან.

კომპანიის დამფუძვნებელი მახო კევლიშვილი აღნიშნავს, რომ ავიაბილეთების შეძენის დროს, მოგზაურს სჭირდება ეწვიოს უამრავ საიტს, რადგან იპოვნოს სასურველ თარიღში ყველაზე იაფი ავიაბილეთები. ამ ყველაფრის მოძიებას ცალცალკე დასჭირდება ძალიან დიდი დრო და რესურსი, aviabiletebi.org-ის საძიებო სისტემა კი, ამას აკეთებს არაუმეტეს 30 წამში.

საიტის მთავარი უპირატესობებია: ავიაბილეთების სწრაფად მოძიება, დაბალი ფასი, სისტემაში 728-ზე მეტი ავიაკომპანია, დაბალი მომსახურების საკომისიო, დროის დაზოგვა, მოხერხებული მობილური აპლიკაციები ავიაბილეთების დასაჯავშნად (iOS და Android).

კომპანია ბაზარზე გამოჩნდა 2016 წლიდან და ამ ეტაპისთვის თბილისის მასშტაბით გახსნილი აქვს ორი ოფისი მისამართზე: იური გაგარინის 5 და ქეთევან წამებულის 82.