იანვრის თვეში მსოფლიოს 24 ქვეყანაში 6,25 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

  • Home
  • მთავარი
  • იანვრის თვეში მსოფლიოს 24 ქვეყანაში 6,25 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

2019 წლის იანვრის თვეში საქართველოდან მსოფლიოს 24 ქვეყანაში 6,25 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული

შარშანდელი ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ფიქსირდება 22%-იანი ზრდა

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 15,2 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემებზე 33%-ით მეტია.

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის
სტრატეგიულ ბაზრებზე:

• პოლონეთი – 52% (268724)
• ჩინეთი – 12% (281229)
• აშშ – 1639% (62609)
• დიდი ბრიტანეთი – 110% (7800)

ევროპის მიმართულებით:

• გერმანია – 235% (63210)
• შვედეთი – 100% (9000)
• ბულგარეთი – 6% (4500)

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია:

• რუსეთი (4602218),
• უკრაინა (553164),
• ჩინეთი (281229)
• პოლონეთი (268724)
• ყაზახეთი (156120)

მსოფლიოს 9 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 109%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მსოფლიოს 5 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4,4 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 2% შეადგინა.

წყარო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო