იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი გაიზარდა

  • Home
  • მთავარი
  • იანვარში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი გაიზარდა

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2019 წლის იანვარში, საქართველოს აეროპორტები ჯამში – 324,554 მგზავრს მოემსახურა. რაც 25% აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს (2018 წელი 259,612 მგზავრი).

იანვარში მგზავრთნაკადის ზრდა დაფიქსირდა ქვეყნის სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წლის იანვარში 252,178 მგზავრს მოემსახურა, რაც 13% მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წელი მგზავრი 222,400).

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 2019 წლის იანვარში 112% გაიზარდა და 55,895 მგზავრი შეადგინა (2018 წლის იანვარი 26,345 მგზავრი).

ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2019 წლის იანვარში ბათუმის ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 15,973 მგზავრმა ისარგებლა. რაც 52% მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (2018 წლის იანვარი 10,504 მგზავრი).

წყარო: საქართველოს მთავრობა