იანვარში ღვინის ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა

  • Home
  • მთავარი
  • იანვარში ღვინის ექსპორტი გასულ წელთან შედარებით 18%-ით გაიზარდა

გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარში, საქართველოდან, მსოფლიოს 24 ქვეყანაში 5,12 მლნ ბოთლის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 18%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 11,4 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 31% შეადგინა.

წლის დასაწყისში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 70-მდე კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, იანვარში ექსპორტირებულია 1,06 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 8,2 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა.

“ღვინის ექსპორტის ზრდის კუთხით, 2018 წელი პოზიტიურად დაიწყო. ზოგადად, იანვრის თვე ითვლება პასიურ თვედ, ამიტომ ასეთი მოკლე პერიოდის მონაცემებით ტენდენციებზე საუბარი ჯერ ადრეა. ბაზრების დივერსიფიკაციისა და ექსპორტის ზრდის შესახებ უფრო ზუსტი სურათი გამოიკვეთება პირველი კვარტლის მონაცემების მიღების შემდეგ“ – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი სამანიშვილმა.

წყარო: Wines of Georgia

Tags: