იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში 12,2 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

  • Home
  • მთავარი
  • იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში 12,2 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში 12,2 მლნ ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 13 პროცენტით აღემატება.

ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 21 პროცენტით მეტია.

ქართული ღვინის გადაზიდვები გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. ამასთან, პოლონეთის ბაზარმა ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მეხუთედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი – 42 პროცენტი, ჩინეთი – 7 პროცენტი და აშშ – 1032 პროცენტი. ასევე, ევროპის მიმართულებით: ლიტვა – 75 პროცენტი, საფრანგეთი – 24 პროცენტი, შვედეთი – 313 პროცენტი, ბულგარეთი – 6 პროცენტი.

წყარო: ქართული ოცნება