საგურამოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და პირთა დღის ცენტრის “იალონი” აღსაზრდელები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრნენ. მათ დაათვალიერეს ბაზაზე გაშენებული ვაზის და ხეხილის კოლექცია და მონაწილეობა მიიღეს რთველში.
აღსაზრდელების ვიზიტი “სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის” ფარგლებში განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ინიციატივით განხორციელდა. პროგრამის მიზანია ბავშვების კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებაში ჩართვა, რაც მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას უწყობს ხელს.