Hotrec-ის და Hotel Stars Union-ის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

  • Home
  • მთავარი
  • Hotrec-ის და Hotel Stars Union-ის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში ეროვნული სტანდარტიზაციის შექმნისა და ევროპული კლასიფიკაციის დანერგვის მიზნით ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის ორგანიზაცია Horeka Georgia-მ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა. პრეზენტაციაზე ევროპის სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ასოციაციის Hotrec-ისა და Hotel Stars Union-ის საქმიანობის, ეროვნული სტანდარტიზაციისა და ევროპული კლასიფიკაციის შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში ეროვნული სტანდარტებისა და სასტუმროების ევროპული კლასიფიკაციის დამკვიდრების შესაძლებლობა და პერსპექტივები.

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია