ჰონგ–კონგი და სინგაპური მოგზაურობის ბურთს შექმნიან

  • Home
  • მთავარი
  • ჰონგ–კონგი და სინგაპური მოგზაურობის ბურთს შექმნიან

“ეს არის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი წინ, ტურიზმის აღსადგენად აზიაში, სინგაპურიც და ჰონგ-კონგიც მიიღებენ სარგებელს ამ ახალი მოგზაურობის ბურთისგან – ჰონგ-კონგმა შესაძლოა უფრო მეტადაც მიიღოს სარგებელი”.

ტომ ლოური

ჰონგ-კონგი და სინგაპური შექმნიან მოგზაურობის ბურთს, მათ მიიღეს ზომები, რომ აღადგინონ კავშირები საზღვარგარეთის ქვეყნებთან და მოხსნან კარანტინი ჩამომსვლელი უცხოელებისთვის.

ჰონგ-კონგის კომერციის მდივანმა ედვარდ იაუმ და სინგაპურის ტრანსპორტის მდივანმა ონგ იუ კუნგმა განაცხადეს, რომ ამ სქემის მიხედვით მოგზაურებს აუცილებლად მოუწევთ მიიღონ უარყოფითი პასუხი COVID – 19 ტესტზე და იმოგზაურონ სპეციალიზირებული რეისებით.

მათი თქმით, სამომავლო დეტალები, რომლებშიც იგულისხმება დაწყების თარიღი, იქნება დაზუსტებული უახლოეს კვირებში.

“ეს არის უსაფრთხო, ფრთხილი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი საჰაერო ფრენების აღორძინებისთვის და წარმოადგენს მსოფლიოს სხვა ნაწილებთან სამომავლო თანამშრომლობის მოდელს” – თქვა სინგაპურის ონგ იე კუნგმა.

ჰონგ-კონგისთვის, რომელმაც აკრძალა არარეზიდენტებისთვის თავის ქალაქ-სახელმწიფოში მარტიდან ცხოვრება, სინგაპურთან გარიგება, იქნება პირველი ტურისტული კავშირების განახლება სხვა ქალაქთან, მოგზაურებს ჩინეთიდან და მეზობელი მაკაოდან ისევ 14 დღიანი კარანტინი მოუწევთ.

სინგაპურმა უკვე გამოაცხადა შეთანხმებები მნიშვნელოვანი ბიზნესისა და ოფიციალური მოგზაურობის შესახებ ჩინეთიდან, ინდონეზიიდან, იაპონიიდან, მალაიზიიდან, სამხრეთ კორეიდან და ცალმხრივად გახსნა საზღვრები ვიზიტორებისთვის ბრუნეიდან, ახალი ზელანდიიდან, ვიეტნამიდან და ავსტრალიის დიდი ნაწილიდან.

სინგაპურმა შეამსუბუქა კარანტინი 14 დან – 7 დღემდე მათთვის ვინც ჰონგ-კონგიდან მოგზაურობს, მან ქალაქი დაბალი რისკის შემცველი ადგილების სიაში შეიყვანა.

აზიაში საერთაშორისო მოგზაურობა პანდემიის დროს შეიძლება ითქვას ჩამოინგრა საზღვრების დახურვის გამო, აგვისტოს თვეში 97%-ით შემცირდა – აცხადებს Asia Pacific Airlines – ის ასოციაცია.

ამ ამბების შემდეგ, ჰონგ-კონგის ავიაკომპანიის Cathay Pacific – ის აქციები შუადღის ვაჭრობით გაიზარდა 7% – ზე მეტად.

 

წყარო: Skift.com

ავტორი: სალომე კავაზაშვილი

პ.ს. Skift.com (გლობალური მოგზაურობის ინდუსტრიის ინტელიგენცია: ახალი ამბები, ინფორმაცია, მონაცემები და ანალიზი ავიაკომპანიების, სასტუმროების, ტურიზმის, კრუიზების, სტარტაპების, ტექნიკური და სხვა საკითხების შესახებ).

Tags: