გზავრთნაკადის ზრდით ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ლიდერობენ

  • Home
  • მთავარი
  • გზავრთნაკადის ზრდით ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ლიდერობენ

ევროპულ აეროპორტებს შორის მგზავრთნაკადის ზრდით ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ლიდერობენ.

აეროპორტთა საერთაშორისო საბჭომ (ACI Europe) ამჯერად მიმდინარე წლის თებერვლის მონაცემები გამოაქვეყნა. ქუთაისი პირველ ადგილზეა 111.3 %-იანი ზრდით, ბათუმი კი მეორეზე – 87.3 %-იანი ზრდით. საუბარია იმ აეროპორტებზე, რომლებიც წელიწადში ხუთ მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან.

წყარო: საქართველოს აეროპორტების გაერთიანება