ევროპულ აეროპორტებს შორის მგზავრთნაკადის ზრდით ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები ლიდერობენ.
აეროპორტთა საერთაშორისო საბჭომ (ACI Europe) ამჯერად მიმდინარე წლის თებერვლის მონაცემები გამოაქვეყნა. ქუთაისი პირველ ადგილზეა 111.3 %-იანი ზრდით, ბათუმი კი მეორეზე – 87.3 %-იანი ზრდით. საუბარია იმ აეროპორტებზე, რომლებიც წელიწადში ხუთ მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან.