ჩემი ცხოვრების დაუვიწყარ მოგონებას გასული წლის ზაფხულის ერთი მზიანი და ხალისიანი დღე წარმოადგენს.ჩემს პატარა გოგონასთან და დიდ სიყვარულთან ერთად ერთ ულამაზეს ადგილს ვესტუმრე,რომლის სახელი დღესაც არ ვიცი.აქ ყველაფერი ხალისიანი იყო:ყვავილები,მინდორი,ბილიკებზე მოხეტიალე ხალხი და ცა რომელიც ყველაფრის დასაწყის წარმოადგენს.ისეთ ადგილას გავჩერდით სადაც თითქმის არავინ იყო,მწვანე მდელოზე კარგად მოვკალათდი და თვალს ვადევნებდი გვირილების ზღვას.ჩემი ცელქი გოგო არ ისვენებდა,მამიკოსთან ერთად ბევრს დაკისკისებდა და დარბოდა,მეც არ დამასვენა და სულ მეძახოდა ჩვენთან მოდიო…მართალია მათთან თამაში მეც მინდოდა მაგრამ მათი ყურება უფრო მატკბობდა.ისეთი საყვარლები იყვნენ ამ გვირილებში ჩამალულები,რომ წამით არ მინდოდა თვალი მომეშორებინა.ცხელოდა თუმცა ქარი ხანდახან უბერავდა,სასიამოვნო იყო…მწვანე ბალახის სურნელს აფრქვევდა ხოლმე მისი ქროლვა,მზე თვალებში “მიჭყიტინებდა” და ამის გამო ხშირად ვაცემინებდი.მატკბობდა ირგვლივ ყველაფერი,სიჩუმე და ამ სიჩუმის დამრღვევი ჩემი გოგოს კისკისი,პეპლები რომლებიც თავზე დამტრიალებდა და მზის სხივები…ამ ფიქრებში ვიყავი გართული როდესაც თავზე რაღაცის დაფარება ვიგრძენი,ხელით შევეხე და მივხვდი,რომ გვირგვინი იყო…ამ დროს ჩემმა სიყვარულმა კისერში მაკოცა და მიჩურჩულა: ჩემო გვირილების დედოფალა უზომოდ მიყვარხარო.ამ დროს კიდევ ერთხელ გაჩერდა ჩემთვის წამი და ვიგძენი,რომ ბედნიერება ყველაფერშია,მთავარია,რომ ჩვენ შევძლოთ მისი დანახვა.მათთან ერთად მეც დავიწყე თამაში და ამასობაში მოსაღამოვდა.ერთმანეთს ხელი ჩავჭიდეთ და ასეთი სიყვარულით დავბრუნდით შინ.ასე ჩაიარა ერთმა უბრალო და ჩემთვის დაუვიწყარმა მოგზაურობამ.