გუდაურში სახალისო შეჯიბრება ,,მთის მგელი“ – 2019 გაიმართა

  • Home
  • მთავარი
  • გუდაურში სახალისო შეჯიბრება ,,მთის მგელი“ – 2019 გაიმართა

7 აპრილს გუდაურში ყველაზე სახალისო შეჯიბრება  ,,მთის მგელი“ – 2019 გაიმართა.

პირველობისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის’’ გუდაურის, ბაკურიანის, გოდერძისა და მესტიის სათხილამურო კურორტების მემანქანე ოპერატორები.

მონაწილე მემანქანე ოპერატორებს სხვადასხვა სირთულის დავალება მოცემულ დროში უნდა განეხორციელებინათ

შეჯიბრების გამარჯვებულები არიან:
l ადგილი – ზურა ბურდული- კურორტი გუდაური;
ll ადგილი- თემურ ჯაღმაიძე – კურორტი გუდაური;
lll ადგილი- ვასილ არბოლიშვილი – კურორტი ბაკურიანი.

შეჯიბრება ,,მთის მგელი”, რომელიც პირველად გაიმართა, ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და მთის სხვადასხვა კურორტზე ჩატარდება

წყარო: მთის კურორტები