გუდაურს ზამთრის სეზონისთვის ახალი საბაგიროები ექნება

  • Home
  • მთავარი
  • გუდაურს ზამთრის სეზონისთვის ახალი საბაგიროები ექნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,,მთის კურორტების განვითარების კომპანიამ“ მსოფლიოში საუკეთესო საბაგიროების მწარმოებელ ავსტრიულ კომპანია “დოპელმაიერ”(doppelmayr)-თან ერთად საბაგიროების მონტაჟი-მშენებლობა დაიწყო.

გუდაურის, როგორც სამთო სათხილამურო კურორტის ისტორია 80-იანი წლებიდან იწყება. განვითარებული საკურორტო ინფრასტრუქტურით, ათობით კეთილმოწყობილი სასტუმრო-სახლით, სასრიალო არეალითა და ბაგირ-გზებით.
გუდაურს წლიდან წლამდე აქტიურად სტუმრობენ, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტები.
2016 წელს,კანადურმა კომპანია ,,ეკოსაინმა“ ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დაკვეთით, შეიმუშავა გეგმა ე.წ (მასტერპლანი), გუდაურის სამომავლო განვითარების შესახებ.
საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, 2018 წლის ივლისიდან ,,მთის კურორტების განვითარების კომპანია“ გუდაურში საბაგიროების მშენებლობას განარგრძობს.
სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში არსებული საბაგიროებიდან „პირველისა“ და „სოლიკოს“ დემონტაჟს და მათ ნაცვლად ახალი საბაგიროების მშენებლობას, ასევე „კუდების“ საბაგიროს რეკონსტრუქციას და კიდევ ერთი ახალი საბაგიროს მშენებლობას.
საბაგიროები „სოლიკო“ და „კუდები“ ღია ბაბლის ტიპის 6 ადგილიანი იქნება, რაც მგზავრის სიცივისაგან დაცვას უზრუნველყობს, ხოლო საბაგირო „პირველი“ ღია, ასევე 6 ადგილიანი. საბაგირო ,,პირველის“ და „ სოლიკოს“ გამტარუნარიანობა საათში 2800 მგზავრი, ახალი ,,კუდების“ კი 2200 მგზავრი იქნება.

საბაგიროები „პირველი“, „სოლიკო“ და „კუდები“ 1987 წელს აშენდა, 31 წლის განმავლობაში საბაგიროები მილიონ ადამიანზე მეტს ემსახურებოდა. ბოლო წლებში საქართველოში საგრძნობლად მოიმატა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ.
2011/2012 – 2017/2018 წლებში ოთხივე სამთო-სათხილამურო კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, გოდერძი, სვანეთი) ტურისტების რაოდენობა 491% -ით გაიზარდა. ვიზიტორების ზრდასთან ერთდ კურორტზე საჭირო გახდა უახლესი საბაგიროების დამატება, არსებული საბაგირო – „კუდების“ რეკონსტრუქცია.

2018-19 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე კურორტ გუდაურში სამი ახალი და ერთი რეკონსტრუირებული საბაგირო იქნება.

ფოტო: საქართველოს მთის კურორტები

ფოტო: საქართველოს მთის კურორტები

ფოტო: საქართველოს მთის კურორტები

წყარო: საქართველოს მთის კურორტები