გუდაური სნოუბორდ კროსში ევროპის თასის ეტაპს მასპინძლობს

  • Home
  • სიახლეები
  • გუდაური სნოუბორდ კროსში ევროპის თასის ეტაპს მასპინძლობს

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის – “FIS” ეგიდით მიმდინარე შეჯიბრში 14 ქვეყნის 62 სპორტსმენია ჩართული, მათ შორის ოლიმპიური თამაშების მონაწილეები.

ევროპის თასის ეტაპები საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით იმართება. ტურნირი თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ეტაპია, რომელსაც ბაკურიანი უმასპინძლებს.

წყარო: განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო