გუდაური 30 წლის ხდება

15 დეკემბერს კურორტი გუდაური 30 წლის ხდება!

გუდაურში გელოდებათ, მანათობელი კოსტუმების შოუ, ძველებური გასართობი თამაშები და ვინტაჟური კაფეები, ფოტო ზონები და ბევრი სხვა გასართობი აქტივობა.

• ღონისძიებაზე დაუკრავენ Gio Shengelia, Jino, Sander, Nika J ილუმინაციის სინთეზის თანხლებით.
• მოეწყობა ფოტოზონები, სტუმრებს შეეძლებათ გადაღებული ფოტოების დაბეჭდვა.
• მოწყობა Food Court სადაც გელოდებათ უმეგრიელესი ჰოთ-დოგები, ტკბილი კრეპები, ჩიმნი ქეიქები და გლინტვეინი. ასევე, ძველი გონდოლის დიზაინის ბარში, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები გაიყიდება.
• 90-იანების სტილის ფერად კომბინოზონებში გამოწყობილი ადამიანები სტუმრებს სხვადასხვა თამაშს ათამაშებენ, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდებიან პრიზებით.
• გათამაშდება „გუდაური 30“-ით ბრენდირებული ზამთრის თბილი საჩუქრები.

სპორტულ ვინტაჟურ სამოსში ჩაცმული სტუმრები დასაჩუქრდებიან.

ღონისძიება გაიმართება ახალ გუდაურში, რედკოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

იხილეთ დეტალები