2015 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილ იქნა ძველი წელთაღრიცხვის მე-7 საუკუნით დათარირებული სავარაუდო წარწერა.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლზე აშენდა არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალი.
ამჟამად მიმდინარეობს გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალის საგამოფენო კონცეფციის დამუშავება და მიმდებარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის მოწყობა.