“ჩვენ გვმოსავს კულტურა”- გუგლის კიდევ ერთი და შესანიშნავი პროექტია მსოფლიო კოსტიუმისა და ტექსტილის უნიკალური კოლექციით. გუგლმა ამ დიდ პროექტში პარტნიორად რეგიონიდან საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი აირჩია.ამდენად კავკასიაში საქართველო ერთადერთი ქვეყნაა რომელზეც გუგლმა ამ პროექტის ფარგლებში ყურადღება შეაჩერა”,
აგრეთვე გამოიცა ახალი საეტაპო წიგნი ‘ქსოვილი საქართველოდან’, რომელიც მოიცავს 600-ზე მეტ ფერად ფოტოს, 200-ზე მეტი ფრესკასა და 300-მდე უნიკალური ტექსტილის ნიმუშს. 6 თვიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად გადმოიხატა 300-ზე მეტი ფრესკა და დაფიქსირდა 1000-ზე მეტი კადრი. ყველაფერი ქართული ქსოვილის შესახებ მე-7 საუკუნიდან მე-20 საუკუნემდე…
“იმიტომ კი არა რომ ჩვენია- არა ნამდვილად საეტაპო წიგნი გამოვიდა, ფორმით, დიზაინით, შინაარსით, პოლიგრაფიის ხარისხით და ასე შემდეგ. დიდი მადლობა კულტურის სამინისტრო, გარწმუნებთ ესეთი მაგარი წიგნი დიდი ხანია არ გინახავთ, მით უფრო ქსოვილზე!” – წერს გიორგი კალანდია
წიგნის ავტორები გიორგი კალანდია, ირინა საგანელიძე, ირაკლი ზამბახიძე. სამეცნიერო რედაქტორი გულიკო კვანტიძე.