Google დავით კაკაბაძის სამეცნიერო გამოგონებას გამოფენას უძღვნის

  • Home
  • მთავარი
  • Google დავით კაკაბაძის სამეცნიერო გამოგონებას გამოფენას უძღვნის

ხელოვნების სასახლისა და Google-ის ერთობლივი პროექტი მსოფლიოს უდიდეს აუდიტორიას ცნობილი ქართველი მხატვრის, დავით კაკაბაძის სამეცნიერო მოღვაწეობას გააცნობს. პროექტი, რომელიც ნახევარი წლის განმავლობაში მზადდებოდა, Google Cultural Institute-ის პლატფორმაზე დღეს განთავსდა და მსოფლიოს გამომგონებლებისადმი მიძღვნილი იმ დიდი გამოფენის ნაწილია, რომელსაც „ცდა მსოფლიოსათვის” ეწოდება. დავით კაკაბაძე პირველი და ერთადერთი ქართველი გამომგონებელია, რომელსაც ზემოხსენებული პროექტის ფარგლებში დამთვალიერებელი იხილავს.
დავით კაკაბაძე: ექსპერიმენტები ხელოვნებასა და ტექნოლოგიაში – ასე ეწოდება იმ ვირტუალურ გამოფენას, რომელიც ხელოვნების სასახლეში დაცული საარქივო მასალებისა და კოლექციების ბაზაზე მომზადდა და რომელიც 14 სლაიდს მოიცავს. ვირტუალური ტური 1922 წელს დავით კაკაბაძის მიერ გამოგონებული სინემატოგრაფის შესახებ მოგვითხრობს.
კავკასიიდან საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც აღნიშნულ სამეცნიერო-საგამოფენო პროექტში მონაწილეობს
.

წყარო: ქართული ოცნება