„ზღვარი არ არსებობს , არა ჯონათან?“
როცა, მოგზაურობას იწყებ იცი რომ ის რაღაც ახალს მოგცემს, შეგავსებს , საკუთარი თავისა და ინტერესების აღმოჩენაში დაგეხმარება. იმ დილას საკრუიზო მოგზაურობისთვის გავემზადე. ვიცოდი, რომ შთამბეჭდავი იქნებოდა ტალღებისა და თოლიების ხმა, უსაზღვრო ოკეანის ლურჯი ჰორიზონტის ყურება და დასვენება. თუმცა ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საკრუიზო მოგზაურობას შეეძლო შევეცვალე.
გემში ასვლის თანავე დავიწყე სურათების გადაღება იმისთვის ,რომ არაფერი დამვიწყებოდა. ვუღებდი სურათებს თეთრ ზღვირთებს, ვიყურებოდი შორს და მსიამოვნებდა. იქამდე სანამ საოცრად მშვიდი , ამავე დროს წკრიალა და მეამბოხე ხმა მომხვდებოდა ყურში.
“Είμαι ένας γουόν ονομάζεται Jonathan, και δεν έχω κανένα όριο”.
გავიხედე და დავინახე , პატარა , ლამაზი , ოქროსფერთმიანი გოგონა, ლურჯი თვალებით , რომელსაც ხელები სავსე ქონდა ბურბუშელით და თოლიებს აჭმევდა. ძალიან დამაინტერესა რას ნიშნავდა მისი შეძახილები და ბებიას ვთხოვე გადაეთარგმნა. აღმოჩნდა რომ იგი ასე დაჟინებით იძახდა :
“მე ვარ თოლია, სახელად ჯონათანი , და მე არ გამაჩნია ზღვარი.”
მის გარშემო კი დაფრინავდნენ თოლიები გაუჩერებლად, ერთმანეთს ეძახდნენ და უფრო და უფრო მეტი თოლია გროვდებოდა ჩვენს გარშემო. ვუყურებდი თოლიებს და ვხვდებოდი , რომ ისინი დაფრინავდნენ რათა ეჭამათ,და ამით კმაყოფილდებოდნენ.
და მაშინ მე პირველად დავუსვი ჩემს თავს კითხვა : რა არის ჩემი საზღვარი ? ნუთუ, შეიძლება რომელიმე სულიერს გააჩნდეს ზღვარი? ნუთუ ეს პატარა გოგო ხვდება , რომ იგი უსაზღვროა? და იგი გაცილებით უფრო დიდია ვიდრე ეს სამყარო? როგორ და რისთვის ვცხოვრობ მე ? არის თუ არა ჩემში თოლია სახელად- ჯონათანი?
იგივე შეგრძნება დამეუფლა მაშინ , როდესაც ათენის აკროპოლისი ვნახე.
ვაკვირდებოდი მას და ვფიქრობდი, როგორ შეიძლება შექმნილიყო ასეთი დიადი შენობა,ადამიანების ხელით.
იცოდით , რომ აკროპოლისის თავზე ჩიტები თურმე არასდროს დაფრინავდნენ ? ეს ერთ-ერთმა ბერძენმა მითხრა . არ ვიცი რამდენად მართალია თუმცა ჩემი იქ ყოფნის დროს მართლაც არ დამინახავს ჩიტები. არ ვიცი ეს ფრინველთა ზღვარია თუ ადამიანების ილუზია, თუმცა ამ ყველაფერმა დამაფიქრა და საინტერესო ფაქტად ჩამრჩა გონების კუნჭულში.
ამ ყველაფრის შემდეგ ჩემი ყურადღება მეტეორამ მიიბყრო: მეტეორა-ცაში დაკიდული ტაძარი.
გავოგნდი, როცა დავფიქრდი იმაზე, როგორ შეიძლებოდა ამ სიმაღლეზე ასეთ პირობებში აეგოთ ასეთი ლამაზი ტაძრები და ეცხოვრათ იქ. თუმცა ამაზე საუბარს ახლა არ დავიწყებ. დავდიოდი ტაძრებში მოსალოცად და ვათვალიერებდი იქაურობას. გამაოცა ამ სურათის ხილვამ, თითოეული თავის ქალა, ამავე მონასტრის ბერებს ეკუთვნოდათ, რომლებმაც თავი უფალს მიუძღვნეს.
თუ ჯონათანის მსგავსი თოლიები ცხოვრობენ იმისთვის,
თოლიები ფრენისას, არასდროს მერყეობენ და არც არასდროს ჩერდებიან. ჰაერში გაჩერება მათთვის სახელის გატეხაა, თავის მოჭრა.