გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების რიგით მეორე ფორუმი

  • Home
  • მთავარი
  • გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების რიგით მეორე ფორუმი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე “გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმზე სიტყვით გამოვიდა, გიორგი ჩოგოვაძემ ფორუმის მონაწილეებისთვის საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია გამართა.
„საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა“ (GAACC) და „საქმიან ქალთა გაერთიანების“ (UBL) ორგანიზებით „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმი“ მიმდინრეობს. ღონისძიებას სპიკერები და დელეგატები მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან ესწრებიან.
ფორუმში მონაწილეობენ როგორც სამთავრობო,ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ფორუმის მთავარი მიზანია,საერთაშორისო დელეგატებს გააცნოს საქართველო – პატარა ქვეყანა, დიდი შესაძლებლობებითა და უსაზღვრო საინვესტიციო პოტენციალით. ღონისძიების სახით ფორუმის ორგანიზატორები დელეგატებს სთავაზობენ ერთგვარ საერთაშორისო პლატფორმას ახალი ბიზნესურთიერთობებისა და კონტაქტების დასამყარებლად.

წყარო: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია