გიორგი ჩოგოვაძე ევროპის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა

  • Home
  • მთავარი
  • გიორგი ჩოგოვაძე ევროპის ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე
ევროპის ქვეყნების სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს შეხვდა. გერმანელი, ესპანელი , იტალიელი, ჰოლანდიელი ,ჩეხი, სერბი, სულ 12 ქვეყნის სტუდენტი საქართველოში ევროპის სტუდენტთა ფორუმი-თბილისის (AEGEE-Tbilisi) მასპინძლობით, საზაფხულო უნივერსიტეტის პროექტ „Drop of Wine from Mountain to Sea”ის ფარგლებში იმყოფება.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ახლგაზრდებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი გააცნო და ადმინისტრაციის ახალი სარეკლამო კამპანია „Emotions are Georgia “ წარუდგინა.
პროექტი კულტურულ-შემეცნებით ხასიათს ატარებს, მთავარ მიზანს წარმოადგენს ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება ევროპელ სტუდენტებში, რომელთა 90%-ი პირველად სტუმრობს საქართველოს.
ორი კვირის მანძილზე 45 სტუდენტი გაეცნობა ქართულ კულტურასა და ტრადიციებს, მოინახულებენ ქვეყნის ისტორიულ ადგილებს. პროექტის ფარგლებში ევროპელ სტუდენტებს ჩაუტარდებათ ქართული ენის გაკვეთილები, შეისწავლიან ქართულ ცეკვას და ქართული კერძების მომზადებას.
პროექტის მიზანია ევროპელ ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლება საქართველოს შესახებ. პროექტის მონაწილეების დამეგობრება და მათ შორის ინტეგრაციის ხელშეწყობა.