„ღამე მუზეუმში”

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ფარგლებში, 19 მაისს, აქცია – „ღამე მუზეუმში“ მოეწყობა. აქციის ფარგლებში, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმი, დამთვალიერებელს სრულიად უფასოდ უმასპინძლებს და მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს.

ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება.

აქციას „ღამე მუზეუმში“ – საფუძველი ჩაეყარა 2005 წელს ევროსაბჭოს მიერ და მას შემდეგ რეგულარულად ტარდება ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში. მოგვიანებით, აქციამ ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. აქციის „ღამე მუზეუმში“ ტრადიციად დამკვიდრების ინიციატივით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 2015 წელს გამოვიდა.

“ღამე მუზეუმში” თბილისში

“ღამე მუზეუმში” საქართველოს სხვადასხვა რეგიონში

წყარო: კულტურისა და სპორტის სამინისტრო