გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა

  • Home
  • კულტურა
  • გელათის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა ეწყობა
Gelati-monastery

გელათის მონასტერთან ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, ამჟამად მონასტერთან მისასვლელი გზისა და საყრდენი კედლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

სამუშაოები 2019 წლის სექტემბერში დაიწყო და 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება.პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, რომლის ღირებულება 1.6 მილიონი ლარია

გელათის მონასტრის რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად განხორციელდა.დასრულდა გუმბათის და ქვების რესტავრაცია, გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ექკვდერების გადახურვის ცოკოლის და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაცია.

წყარო:საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

ფოტოს ავტორი: გიორგი ყურაშვილი

Tags: