გალაკტიონ ტაბიძის ჩანახატები

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში დაცული ხელნაწერთა კოლექციის ძირითადი ნაწილი XIX-XX საუკუნეების დიდი მწერლების პირადი არქივები და ხელნაწერებია.

მემორიალური ნივთების კოლექციაში თავმოყრილია მწერალების ავეჯი, ტანსაცმელი, იარაღი, ჭურჭელი და საოჯახო რელიკვიები. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს უბის წიგნაკებსა და ლექსების ავტოგრაფებზე შესრულებულ გალაკტიონ ტაბიძის ჩანახატებს, რომელიც პოეტის ფიქრის, განცდის, განწყობის ნაყოფი და სულიერი სამყაროს გამოხატულებაა.

(დიდი მადლობა გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმს ვიზუალური მასალის მოწოდებისათვის)

წყარო: კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018