გაიცანით ტურისტული კომპანია – „Green Zebra“

თუ თვლი, რომ კომპეტენტური ხარ ამ სფეროში და შეგიძლია პასუხისმგებლობა აიღო ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე შეგიძლია შეუქმნა ადამიანებს ერთი ემოციური და დასამახასოვრებელი დღე ბუნებაში,  მაშინ აუცილებლად იმოქმედე ;) იყავი მრავალფეროვანი, საინტერესო და მიიღე სიამოვნება საქმისგან - ირინა პაიჭაძე

  1. მოგვიყევით თქვენს შესახებ (სახელი, გვარი, საქმიანობა)

ირინა პაიჭაძე, “Green Zebra” თანადამფუძნებელი, ციფრული მარკეტინგის მენეჯერი, ლაშქრობის და მოგზაურობის დიდი მოყვარული.   

  1. თქვენი პირველი ნაბიჯები ტურიზმში.

2012 წლიდან დავიწყე ლაშქრობა და მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მეგობრებთან ერთად. ამ სფეროსთვის საჭირო გარკვეული გამოცდილების, ცოდნის დაგროვებისა და ბევრი ადგილის მონახულების შემდეგ, გადავწყვიტეთდრო იყო სხვებისთვისაც  გაგვეზიარებინა  ჩვენი ქვეყნის შეუდარებელი და შედარებით უცნობი ადგილები თუ სხვადასხვა სალაშქრო მარშრუტები. ასე შეიქმნა 2015 წელს  ტურისტული კომპანია “Green Zebra”.  დღევანდელობას რომ შევადაროთ, იმ პერიოდში  ცოტა ადამიანი ლაშქრობდა საქართველოში, არ იყო  სწორი და შესაბამისი ცოდნა სამოგზაურო, სალაშქრო აღჭურვილობის შესახებთავიდან, ჩვენი ძირითადი მიმართლება იყო რთული ლაშქრობა, Trekking, Backpacking. დავდიოდით სხვადასხვა ადგილებში, ვტესტავდით  უცნობ მარშრუტებს და შემდეგ ვაცნობდით, მიგვყვავდა მსურველები მიუვალ და ძალიან ლამაზ ადგილებში. ახლა უკვე “Green Zebra: ბევრი საინტერესო მიმართლებით მუშაობს და ვცდილობთ გავზარდოთ ლაშქრობის, Backpacking კულტურა და ცოდნა ამ მიმართულებით.  

  1. რატომ აირჩიეთ ეს სფერო?

როდესაც ძალიან მოგწონს, გიყვარს რასაც აკეთებ გინდა, რომ სულ აკეთო და სხვასაც გაუზიარო. ამასთანვე, ჩვენს გუნდს ჰქონდა ამ სფეროსთვის საჭირო, შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება. “Green Zebra”- გუნდში არიან პროფესიონალი და თავის საქმის მცოდნე ადამიანები, რომელთაც აქვთ ტურიზმის მენეჯმენტის განათლება , ასევე “Green Zebra”- გიდების უმრავლესობა არის სახელმწიფო დიპლომის მქონე საფეხმავლო გიდი, რომელიც ამ ეტაპისთვის დიდი ფუფუნებაა ბაზარზე.

 

  1. რა სახის ტურებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

თავდაპირველად მოღვაწეობა დავიწყეთ შიდა ტურიზმით, რომელსაც შემდეგ დაემატა შემომყვანი ტურიზმი. 

დღეისათვის, “Green Zebra” აერთიანებს ტურიზმის ისეთ მიმართულებებს, როგორებიცაა:

  • ლაშქრობა – ყველასგან განსხვავებული, მუდმივად განახლებადი სალაშქრო მარშრუტები საქართველოს მაღალ თუ დაბალმთიან რეგიონებში;
  • მსუბუქი (ექსკურსია) – პოპულარული, ყველასათვის ცნობილი და ყველაზე მოთხოვნადი მარტივი ტურები მათთვის, ვისაც ფეხით სიარულს კომფორტული მგზავრობა ურჩევნია.
  • #ჩანჩქერინგი – ჩანჩქერებზე დაშვება სპეციალური აღჭურვილობით (სამთო ქამარი, თოკები) ყველა მსურველისთვის, ვისაც უნდა მიიღოს ადრენალინის ჭარბი დოზა.
  • #კანიონინგი – ექსტრემალური გართობის საშუალება, სადაც მხოლოდ მამაცებს და გამოცდილებს შეუძლიათ შეუერთდნენ ზოლიან კანიონერებს.
  • ურბანული და შავი ტურიზმი(#თუნგი) – თანამედროვე ცივილიზაციის მიტოვებული ნაშთები: ქარხნები, ბუნკერები, ობსერვატორიები და გვირაბები. ასევე მიტოვებული, დაჟანგებული სამხედრო და სამოქალაქო ტექნიკა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანებასტალკერებისსამყაროში.
  • კულინარია – საქართველოს სხვადასხვა კუთხის, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მომზადებული უგემრიელესი კერძების გაცნობადაგემოვნება

ასევე, თამამად  შეგვიძლია ვთქვათ, რომ “Green Zebra”- გუნდი აქტიურად მუშაობს  ახალი ტურისტული მარშრუტების მოძიებაზე, დამუშავებასა და პოპულარიზაციაზე. მოგზაურებისთვის და ზოგადად საზოგადოებისთვის  ცნობადი გავხადეთ და ერთერთი პირველები ვესტუმრეთ ისეთ სალაშქრო მარშრუტებს  როგორიცაა ყელიწადის ტბა, სუათისის ტბა, უკანტბა, საქორის ტბა, ლაკუმურაშ ტობა, ოქროწყლის ტბა და .შ.

  1. როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი კონკურენტული უპორატესობა?

განსხვავებული და ახალი მარშრუტები, პროფესიონალი გიდები, კომპეტენტური ინსტრუქტორები, უსაფრთხოების ზომების დაცვა და მაღალი ხარისხის მომსახურება. და კიდევ ისრაღაცხიბლი, რაც თან ახლავს “Green Zebra”- ტურებს და რომელსაც თვითონ ჩვენი მომხმარებლებიც ვერ არქმევენ ზუსტს სახელს ☺  

  1. როგორი გავლენა იქონია პანდემიამ თქვენს საქმიანობაზე?

ისევე როგორც ტურიზმის სხვა მიმართულებებისთვისრა თქმა უნდა  ჩვენთვისაც მტკივნეულია  პანდემიით გამოწვეული შედეგები, რადგან მოგვიწია უკვე დადასტურებული ტურების გაუქმება და ზოგადად გეგმების შეცვლაამ ეტაპზე ვითვალისწინებთ ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეგულაციას და  ველით ბევრ ტურისტიან მომავალ სეზონს ☺ 

  1. სამომავლოდ რას გეგმავთ?

გვაქვს ბევრი გეგმა და იდეა, რომლებიც აუცილებლად იხილავენ  დღის სინათლეს და  ვფიქრობისინი ძალიან გაახარებს ჩვენს მომხმარებელს

  1. რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ მსგავსი იდეა თუმცა თავს იკავებენ მის განსახორციელებლად?

თუ თვლი, რომ კომპეტენტური ხარ ამ სფეროში და შეგიძლია პასუხისმგებლობა აიღო ადამიანის ჯანმრთელობაზე, ასევე შეგიძლია შეუქმნა ადამიანებს ერთი ემოციური და დასამახასოვრებელი დღე ბუნებაშიმაშინ აუცილებლად იმოქმედე 😉 იყავი მრავალფეროვანი, საინტერესო და მიიღე სიამოვნება საქმისგან

 

ავტორი: მარიამ გილაური

Tags: