გაიცანით საოჯახო სასტუმრო – “წინა ციხე”

სტატიაში მარიამ ჭინჭარაული გვიყვება შატილში მდებარე საოჯახო სასტუმრო “წინა ციხის” შესახებ, რომელიც ჭინჭარაულებმა თავის საგვარეულო კოშკში დაარსეს. სასტუმროში ტურისტს შეუძლია ეგზოტიკურ გარემოში გაათენოს ღამე და ისიამოვნოს ძველი შატილის ხედებით. 

  1. მოგვიყევით თქვენს შესახებ.(სახელი, გვარი, საქმიანობა)

მარიამ ჭინჭარაული, ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტი. ვსწავლობ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ისტორიის მიმართულებით.

  1. რამდენი ხანია რაც სასტუმრო ფუნქციონირებს?

ჩვენი სასტუმრო ფუნქციონირებს 2005 წლიდან.

  1. როგორ გაჩნდა სასტუმროს დაარსების იდეა?

სასტუმროს დაარსების იდეა მოიტანა შემდეგმა გარემოებამ ჩვენ რამდენიმე წელი  ვცხოვრობდით ჩვენსავე საგვარეულო კოშკში. შატილში ჩამოსული სტუმრები ძალიან ინტერესდებოდნენ ამით და უჩნდებოდათ სურვილი, რომ თვითონაც გაეთენებინათ ღამე ისტორიულ ციხეკოშკში.

  1. რა მომსახურებებს სთავაზობთ თქვენს სტუმრებს?

ტურისტებს ჩვენთან შეუძლიათ ღამის გათენება და სურვილის მიხედვით, ორჯერადი ან სამჯერადი კვება. უახლოეს მომავალში ვაპირებთ, რომ სასტუმროს ტერიტორიაზე გავხსნათ ღია ტიპის კაფე და სტუმრებს შევთავაზოთ ადგილიბრივი კერძები და ყავაჩაის ფართო არჩევანი.

  1. როგორი გავლენა იქონია პანდემიამ თქვენს ბიზნესზე?

პანდემიის დროს შატილში ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, რამაც, რა თქმა უნდა, გავლენა იქონია სასტუმროს წლიურ შემოსავალზე და დროებით შეაფერხა ჩვენი გეგმები სასტუმროს განვითარებასთან დაკავშირებით.

  1. როგორ ფიქრობთ რითი გამოირჩევა თქვენი სასტუმრო სხვა სასტუმროებისგან?

ჩვენთან ტურისტს შეუძლია ეგზოტიკურ გარემოში გაათენოს ღამე და ისიამოვნოს ძველი შატილის ხედებით. ასევე ძალიან გვიყვარს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებთ, სწორედ, ამიტომ წლების განმავლობაში ვინარჩუნებთ ხარისხს. ჩვენთვის ყველაზე მთავარია კმაყოფილი და მადლიერი სტუმარი.

  1. სამომავლოდ რას გეგმავთ?

ჩვენ ყოველ წელს ვაუმჯობესებთ სასტუმროს გარემოს, კომფორტსა და მომსახურებას. მომავალშიც ვაპირებთ, გავაგრძელოთ ასე.

 

ავტორი: მარიამ გილაური

Tags: