გაიცანით – ოტიას ეზო • Otia’s Ezo

“ოტიას ეზო” – ეზო, რომელიც მოიცავს მუზეუმს, მარანს, მასტერკლასებისა და კულტურული ღონისძიებების სივრცეს.

სტატიაში შეიტყობთ ქალაქიდან რეგიონში დაბრუნებით მიღწეული წარმატების შესახებ.

 

     1.მოგვიყევით თქვენ შესახებ.

ოტიას ეზო ერთდროულად წარმოადგენს მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრსა და ტურისტულ ობიექტს, რომელიც ფუნქციონირებს ცნობილი ქართველი მწერლის, ოტია იოსელიანის  სახლმუზეუმში. მუზეუმი კერძოა და გაიხსნა 2012 წელს, მწერლის გარდაცვალებიდან ერთი წლის თავზე. სწორედ მუზეუმის დამოუკიდებლად და სრულფასოვნად არსებობისთვის 2014 წელს შეიქმნა ოტიას ეზო.

ოტიას ეზოში ერთიანდება მუზეუმი, ნატურალური ღვინის მარანი, მასტერკლასებისა და კულტურული ღონისძიებების სივრცე, რომელიც ნაყოფიერად ფუნქციონირებს აგერ უკვე 7 წელია.   

  • 2014  . –  საფუძველი ჩაეყარა მარანს;
  • 2015  . – დავიწყეთ ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა და რეალიზაცია;
  • 2017  . – ვატარებთ ღვინის სამოყვარულო და პროფესიონალურ დეგუსტაციებს;
  • 2018  . – აქტიურად ვუმასპინძლდებით ტურისტულ ჯგუფებს  წინასწარ დაჯავშნილი სადილით;
  • 2019  . –  ჩვენს სერვისს დავამატეთ მასტერკლასები: ჭაჭის გამოხდის, ხინკლისიმერული კერძების, თექის და ჯაჭვის პერანგის ქსოვის;

ოტიას ეზოში მოსულ სტუმარს შეუძლია მუზეუმის უფასოდ დათვალიერება, ფასიანი ღვინის დეგუსტაციისა და სადილის შეკვეთა, მასტერკლასების ორგანიზება. მარანში ვბრენდავთ და ვასხავთ  ამ ეტაპზე 5 სახეობის ღვინოს ბოთლში.

ჩვენი მიზანია,  შევქმნათ კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ქალაქიდან  რეგიონში დაბრუნება და წარმატებულად საქმიანობა.

ჩვენთან მოსული სტუმრის რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს და სერვისებზე მოთხოვნაც იზრდება. ერთერთი მათგანია ღამის გათევა ჩვენს მომავალ საოჯახო სასტუმროში. მოთხოვნიდან გამომდინარე 2019 წელს  საფუძველი ჩავუყარეთ ოდის მშენებლობას, სადაც მოვაწყობთ საოჯახო ტიპის სასტუმროს. კორონა ვირუსის პანდემიის პირობებში მშენებლობა შევაჩერეთ , მაგრამ უახლოეს მომავალში ვაპირებთ ისევ განახლებას.

     2. როდის და როგორ დაიბადა “ოტიას ეზო”- ს დაარსების იდეა და რა იყო მთავარი მოტივი?

ოტიას ეზოს დაარსების იდეა გაჩნდა 2014 წელს. მთავარი მოტივი კი იყო ჩენი კერძო სახლმუზეუმის ფინანსურად უზრუნველყოფა და თბილისიდან გადმოსვლის შემდეგ საქმიანობის წამოწყება.

     3. მოგვიყევით პირველი ნაბიჯების  შესახებ. ყველაზე მეტად რა გეხმარებოდათ და რა გიშლიდათ ხელს ბიზნესის წამოწყებაში?

თავდაპირველად დავიწყეთ ნატურალური პროდუქტის ძებნა საკუთარი ოჯახისათვის, ნაწილი ვიშოვეთ, ნაწილის წარმება თვითონ დავიწყეთ, დროთა განმავლობაში გაჩნდა ჩვენს პროდუქტებზე მოთხოვნა მუზეუმის სტუმრების მიერ, სწორედ ასე დაიწყო ჩვენი თავგადასავალიც

     4. რას სთავაზობთ თქვენთან მოსულ სტუმარს? (მოგვიყევით თქვენი პროდუქტისა და მომსახურების შესახებ) 

ოტიას ეზოში მოსულ სტუმარს შეუძლია მუზეუმის უფასოდ დათვალიერება, ფასიანი ღვინის დეგუსტაციისა და სადილის შეკვეთა, მასტერკლასების ორგანიზება. სულ მალე დავამატებთ საოჯახო სასტუმროს.

     5. რა ჯიშის ყურძნითა და ტექნოლოგიებით ხდება “ოტიას ეზო”-ს  ღვინის დაყენება?

ჩვენ გვაქვს ოცხანური საფერე, ჩხავერი, ცოლიკოური,ოჯალეში და სიდრი. ღვინოს ვაყენებთ ტრადიციული ხერხით ჭაჭაზე. გვაქვს ჭურები.

     6. ადგილობრივ ბაზარზე სად არის შესაძლებელი თქვენი ღვინის შეძენა?

ჩვენი ღვინოები იყიდება წყალტუბოში ოტიას ეზოში, ქუთაისშიბარრესტორან დებში, თბილისში მაღაზია 8000 მოსავალში

     7. იქონია თუ არა გავლენა მიმდინარე მოვლენებმა(პანდემიამ) თქვენს ბიზნესზე და რა  კუთხით?

როგორც მთელს მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა პანდემიამ გავლენა იქონია ოტიას ეზოზე, დიდი რაოდენობის ზარალი მოგვადგა  წინასწარი ჯავშნების გაუქმებით და სტუმრის სიმცირის გამო, მაგრამ მეორე მხრივ მეტი დრო დავუთმეთ ჩვენი საქმიანობის წარმოებას.

     8. კმაყოფილი ხართ თუ არა თქვენი მიღწევებით და და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სიმართლე რომ ვთქვათ ამ ეტაპზე განსაკუთრებულ მიღწევებით არ ვიწონებთ თავს, წინ ძალიან ბევრი გამოწვევა და საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო. მომავალში ვაპირებთ გავაგრძელოთ საქმიანობა, არ დავნებდეთ და ხარისხის გაუმჯობესებაზე ვიმუშაოთ. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ გვაქვს საოჯახო სასტუმროს დამატების გეგმა და იმედია მსოფლიოში შექნილი ვითარება მალე დასტაბილურდება და გავაგრძელებთ ჩვეული რიტმით ცხოვრებას.

     9. რა დგას თქვენი წარმატების უკან?

ერთი მხრივ ჩვენი წარმატების უკან რა თქმა უნდა დიდი მწერლის ოტია იოსელიანის სახელი დგას, მაგრამ მეორე მხრივ ჩვენი ყოველდღიური თავდაუზოგავი შრომა და საქმის ერთგულება. ყოველწლიურად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ ჩვენი პროდუქცია და დავხვეწოთ ტექნოლოგია. ალბათ ყველა საქმეში წარმატების უკან დგას მუდმივი განვითარება და საქმის ერთგულება.

     10. რატომ “ოტიას ეზო” ?

ალბათ ეს სახელი ერთდროულად ძალიან სადა და მრავლისმთქმელია, ზოგჯერნაკლები ნიშნავს მეტს“, სახელიც ისეთი მოკძალებული გვინდოდა ყოფილიყო როგორც ოტიას პიროვნება. ვფიქროთ, ეს ორი სიტყვა ზუსტად ასახავს იმას რაც ჩვენს კარმიდამოში ხდება.

 

ავტორი: მარიამ სვანიძე

Tags: