გაიცანით მამა-შვილი, ვალერიან და ნინო ხუციშვილები – “Woodside Georgia”-ს დამფუძნებლები

  • Home
  • ინტერვიუები
  • გაიცანით მამა-შვილი, ვალერიან და ნინო ხუციშვილები – “Woodside Georgia”-ს დამფუძნებლები

დღეს მოგიყვებით Woodside Georgia • ვუდსაიდ ჯორჯია – ზე, რომლის დამფუძნებლები არიან მამა და შვილი ვალერიან და ნინო ხუციშვილები.

     1. მოკლედ მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ, როდის დაარსდა კოპანია და რა იყო მთავარი მიზანი?

კოტეჯის გაკეთების იდეა დაახლოებით 2 წლის წინ გაჩნდა, მიზანი იყო მშობლიური კუთხის და სოფლის პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება და რა თქმა უნდა ფინანსური კუთხე. იდეის ავტორი და სულის ჩამდგმელი  გახლავართ მე და მამა – ვალერიან ხუციშვილი. ასე შეიქმნა “Woodside Georgia” • ვუდსაიდ ჯორჯია. ფუნქციონირებს 2020 წლის ივლისის თვიდან.  ვგეგმავთ გაფართოვებას და პანდემიის დასრულების შემდეგ, ჩანაფიქრს სისრულეშიმოვიყვანთ.

     2. ამ დროის განმავლობაში რა სირთულეებს წააწყდით?

იყო გარკვეული სირთულეები, თუმცა ამ ეტაპზე ვთვლი, რომ წარმატებით დავძლიეთ. რომ არა პანდემია, ალბათ გაცილებით კარგი სიტუაცია იქნებოდა.

     3. რა ტიპის მომსახურებას სთავაზობთ სტუმრებს?

გვაქვს კოტეჯი, რომელიც არის სრულად აღჭურვილი ყველა საჭირო ნივთით  და ტექნიკით, სრული კომფორტია შექმნილი მყუდრო და სასიამოვნო დასვენებისთვის. კოტეჯი მდებარეობს ტყესთან და მდინარესთან ახლოს და ყველა სეზონზე სასიამოვნო გარემოა.  გვყავს საკმაოდ ბევრი დამსვენებელი და მიხარია, როცა მათგან დადებით შეფასებას ვისმენ.

     4. რა მიმართულებით აგრძელებდით მუშაობას პანდემიის დროს?

ამ ეტაპზე კოტეჯი ფუნქციონირებს წესების სრული დაცვით.

     5. რა ტიპის ცვლილებები შემოიტანა Covid19 – მა თქვენს საქმიანობაში?

ზოგადად ყველა ადამიანის და ბიზნესის ცხოვრებაში შეიტანა Covid19 – მა ნეგატიური ცვლილებები, მაგრამ ერთის მხრივ ქართველებმა საკუთარი ქვეყანა “აღმოვაჩინეთ”. იმედს ვიტოვებ, რომ მალე დასრულდება პანდემია და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

     6. რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარ ბიზნესს ტურიზმის სფეროში?

ასეთ ადამიანებს ვურჩევ, რომ ყოველთვის აქვს რისკს აზრი და გამართლება და ნებისმიერი კეთილშობილური წამოწყება და მიზანი შეიძლება აქციონ საყვარელ საქმედ და შემოსავლის წყაროდ. შრომას ყოველთვის აქვს აზრი და როგორ რთულადაც არ უნდა ეჩვენებოდეთ დასაწყის ეტაპზე, წარმატება გარდაუვალია.

     7. მას შემდეგ რაც მსოფლიო ჩვეული ცხოვრების რიტმს დაუბრუნდება, თქვენი აზრით, რა ახალმა ტენდენციებმა შეიძლება იჩინოს თავი ტურიზმის სფეროში?

პანდემიის დასრულების შემდეგ, იმედი მაქვს სრულიად სამყარო დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ვიმედოვნებ  შიდა ტურიზმი ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე და შესაბამისი ყურადღება  დაეთმობა სახელმწიფოს და შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან. 

 

ავტორი: ვიქტორია გასანიანი

Tags: