გაიცანით ლიზა სეფაშვილი, ყვარელში, საკუთარი სახლის ეზოში არსებული კაფეს – “SISTERS’ CAFE” – ის დამაარსებელი

  • Home
  • ინტერვიუები
  • გაიცანით ლიზა სეფაშვილი, ყვარელში, საკუთარი სახლის ეზოში არსებული კაფეს – “SISTERS’ CAFE” – ის დამაარსებელი

სტატიაში გაეცნობით, ლიზა სეფაშვილს. მას შემდეგ, რაც მან საკუთარი სახლის ეზოში კაფე – “Sisters’ Cafe” ააშენა, გადაწყვიტა მისი კეთილმოწყობა, მან მონაწილეობა მიიღო პროექტ „აწარმოე საქართველოში“ – ის პროგრამის ფარგლებში, რის შემდეგაც გაიმარჯვა და მიიღო დაფინანსება, მიღებული თანხები კი კაფის სამზარეულოს გაუმჯობესებას მოახმარა

     1. მოგვიყევით თქვენ შესახებ, ვინ არის ლიზა სეფაშვილი?

პირველ რიგში მოგესალმებით. მე ვარ ლიზა სეფაშვილი, 21 წლის, მედიცინის ფაკულტეტის, მეოთხე კურსის, სტუდენტი. ვცხოვრობ ყვარელში. ბავშვობიდან მიტაცებს კულინარია და ძალიან მინდოდა მქონოდა საკუთარი კაფე, რომელიც ხალხის  მთავარი  თავშეყრის ადგილი იქნებოდა. კულინარიასთან ერთად მიტაცებს სიმღერა, ვუკრავ ფორტეპიანოსა და გიტარაზე.

     2. როგორც ჩემთვის ცნობილია, თქვენ ყვარელში, საკუთარი სახლის ეზოში გაქვთ აშენებული კაფე, როდის და ვისთან ერთად ააშენებთ ის?

დიახ, საკუთარ ეზოში მაქვს აშენებული კაფე, რომლის მშენებლობა დავიწყეთ 2014 წელს. 2018 წელს დავასრულეთ მშენებლობა და გადავწყვიტე კაფის გაკეთება, რომლშიც დიდი წვლილი მიუძღვით ჩემი ოჯახის წევრებს. დავიწყე კაფეს ინვერტარზე ფიქრი და დეკორაციად გამოვიყენე ჩემი დიდი პაპა-ბებიის ძველებური ავეჯი. კაფესთვის, რა თქმა უნდა, საჭირო იყო სამზარეულოს გაკეთება, რომელიც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და სწორედ ამ დროს გავიგე პროექტი “აწარმოე საქართველოში”-ს შესახებ და შევავსე განაცხადი, სადაც ზუსტად ჩამოვაყალიბე როგორ და რისთვის მჭირდებოდა თანხა. სულ სამი ეტაპი გავიარე. თითოეული ეტაპის გავლა დიდ მღელვარებასთან იყო დაკავშირებული. 2018 წლის 13 ნოემბერი, ეს ის დღეა, როდესაც მესიჯი მომივიდა დაფინანსების შესახებ და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

     3. თუ შეიძლება გვითხარით, რა იყო თქვენი ინსპირაციის წყარო, რამაც გადაგაწყვეტინათ ამ საქმიანობით დაკავებულიყავით?

ჩემი თინეიჯერობის პერიოდში ყვარელში არ იყო ისეთი ადგილები, სადაც ახალგაზრდები მივიდოდით, დავისვენებდით, თან შევჭამდით, თავისუფლად ვისაუბრებდით და სწორედ მაგ დროს გადავწყვიტე კაფეს გაკეთება.

     4. თქვენს კაფეს ქვია “Sisters’ Cafe”, მოგვიყევით, ვისთან ერთად და რატომ გადაწყვიტეთ ამ სახელის შერჩევა?

კაფეს სახელზე ბევრი არ მიფიქრია, რადგანაც ჩემს დასთან ერთად ვსაქმიანობ, რომელიც ჩემზე პატარაა და დასაწყისშივე გამიჩნდა ეს იდეა.  ყვარელში ყველა ,”სისთერები”- ის სახელით  გვახსენებს.

     5. რა სირთულეებს აწყდებით მუშაობის პროცესში და ზოგადად რამდენად შრომატევადია ეს საქმიანობა?

მე ვფიქრობ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამავდროულდ სასიამოვნო  საქმიანობა. როგორც ფიზიკური დატვირთვა, ასევე ყველაზე მთავარი ხალხთან ურთიერთობა. ასევე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სანიტარული წესების და ნორმების დაცვას.

     6. როგორია მოთხოვნა თქვენს კაფეზე და გყავთ თუ არა მომხმარებლები პანდემიის მიუხედავად?

პანდემიამ ჩვენზეც ძალიან იმოქმედა, თუმცა მოთხოვნა მაინც საკმაოდ დიდია. პანდემიის მიუხედავად, წაღებისა და მიტანის სერვისით, მაინც აქტიურად ვმუშაობთ.

     7. თუ შეიძლება გვითხარით, ძირითადად რომელი სეგმენტი გსტუმრობთ და რამდენად ხშირად?

ყველანაირი ასაკის მომხმარებელი გვყავს, თუმცა ყველაზე ხშირად მაინც ახალგაზრდები გვსტუმრობენ. პანდემიამდე უამრავი ტურისტი გვსტუმრობდა, მაგრამ ახლა ძირითადად ადგილობრივებს ვემსახურებით.

     8. და ბოლოს, რა არის თქვენი სამომავლო გეგმები, აპირებთ თუ არა უფრო მეტად გაფართოვებას?

იმედს ვიქონიებთ რომ პანდემია მალე ჩაივლის და ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას. ყოველ სეზონზე სიახლეებით ვხვდებით მომხმარებელს, გვიყვარს ცვლილებები უკეთესობისკენ. გაფართოებაზეც ვფიქრობთ, თუმცა დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე ცოტა გვიან მოგვიწევს, ვიდრე ვფიქრობდით.

Facebook: Sisters’ Cafe

Instagram: Sisters.Cafe

 

ავტორი: სალომე კავაზაშვილი

Tags: