1. მოკლედ მოგვიყევით თქვენი კომპანიის შესახებ. როდის დაარსდა კომპანია “Georgian Holidays” და რა იყო მთავარი მიზანი?
კომპანია “Georgian Holidays” დაარსდა 2006 წელს. ჩვენი მიზანი იყო ტურიზმის განვითარება, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება.
2. ამ დროის განმავლობაში რა სირთულეებს წააწყდით?
მუდმივი ლოკალური სირთულეებია, კადრების კვალიფიკაცია შრომით ბაზარზე. გლობალური სირთულე კი 2008 წლის ომი და შემდეგი 3 წლის რეაბილიტაცია და 2020 პანდემია.
3. რა ტიპის მომსახურებას სთავაზობთ სტუმრებს?
ჩვენ ვთავაზობთ: სასტუმრო, რესტორანი, სტრანსპორტირება, მარნები, დეგუსტაციები.
4. თქვენი აზრით, რით გამოირჩევით სხვა ტურისტულ კომპანიებისგან, რა არის თქვენი ძლიერი მხარე?
გამოვირჩევით მობილობით, 13 წლიანი გამოცდილებით, ერთგული და პასუხისმგებლიანი გუნდით.
5. რა მიმართულებით აგრძელებდით მუშაობას პანდემიის დროს?
ვებსაიტის განახლების მიმართულებით მხოლოდ.
6. რა ტიპის ცვლილებები შემოიტანა Covid19 – მა თქვენს საქმიანობაში?
მხოლოდ ნეგატიური, შექმნა კრიზისული სიტუაცია.
7. რას ურჩევთ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარ ბიზნესს ტურიზმის სფეროში?
ვურჩევთ, რომ ხარჯებისგან თავი შეიკაოს, სანამ საზღვრები ჩაკეტილია.
8. მას შემდეგ რაც მსოფლიო ჩვეული ცხოვრების რიტმს დაუბრუნდება, თქვენი აზრით, რა ახალმა ტენდენციებმა შეიძლება იჩინოს თავი ტურიზმის სფეროში ?
დიდი ალბათობით იქნება უამრავი რეგულაცია, რაც გაართულებს და გააძვირებს ტურისტულ მომსახურებას.
ავტორი: ვიქტორია გასანიანი