გაიცანით – „ედემი ტურები“

ტურიზმის სფეროში მუშაობა ყოველთვის მიზიდავდა, ვინაიდან მოგზაურობას ბევრი დადებითი ემოცია, თავგადასავალი და საუცხოო მოგონებები მოაქვს. ტურიზმს აქვს პოტენციალი შეცვალოს ეკონომიკური და სოციალური საზღვრები და ხელ შეუწყოს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას -"ედემი ტურები"

 

  1. მოგვიყევით თქვენს შესახებ.

მე ვარ მაკა ბრეგვაძე – გიდი. ტურიზმში მუშაობა ყოველთვის მიზიდავდა. მტკიცედ გადავწყვიტე ამესრულებინა ოცნება და დავიწყე ტურისტულ სფეროში მოღვაწეობა. ვმუშაობდი სხვადასხვა კომპანიებში ტურისტულ გამყოლად თუ გიდად. 2018 წლიდან ვარ G&M ტურების ორგანიზატორი და გიდი. ჩვენმა კომპანიამ სახელი “ედემი ტურები” შეცვალა 2020 წელს. ვაწყობ სათავგადასავლო და კულტურულ ტურებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას მაძლევს შევქმნა დაუვუწყარი შთაბეჭდილებებით აღსავსე მოგზაურობა თქვენთვის.

  1. თქვენი პირველი ნაბიჯები ტურიზმში და რატომ აირჩიეთ ეს სფერო?

პირევლი ნაბიჯების გადადგმა ტურიზმში დავიყე 2015 წელს. ვმოგზაურობდი ზურგჩანთით, რათა შემესწავლა ლამაზი ლანდფშატები, დაწყებული სუბტროპიკებით – დამათავრებული ნახევარ უდაბნოს ზონებით. 2018 წელს კი გადავწყვიტე ეს გამოცდილიბა გამეზიარებინა სხვებისთვის, ამგვარად ეს იყო პირველი გამოწვევა. ამავდროულად ვხედავდი თუ როგორი მზრადი პოტენციალი ჰქონდა ტურიზმის განვითარებას საქართველოში. როგორც თავში მოგახსენეთ ამ სფეროში მუშაობა ყოველთვის მიზიდავდა, ვინაიდან მოგზაურობას ბევრი დადებითი ემოცია, თავგადასავალი და საუცხოო მოგონებები მოაქვს.

  1. რა სირთულეებს წააწყდით გიდად მუშაობისას და რამდენად რთულია გიდის პროფესია?

სირთულეები საკმაოდ მრავალად იყო და არის დღესაც, თუმცა გამოცდილების შედეგად შედარებით მარტივია გამოსავლის მოძებნა. გიდის პროფესიისთვის მნიშვნელოვანია სპეციფიკური უნარების ჩამოყალიბება. მან კარგად უნდა იცოდეს ის ხერხები და მეთოდები, რომელიც საჭიროა ტურის სწორად მომზადების, ჩატარების და ტურისტებთან ურთიერთბისათვის. საჭიროა კარგად იცნობდეს ტურისტულ არეალს. დეტალურად გააცნოს იმ ადგილების კულტურული თუ ისტორიული ნაწილი, სადაც მიჰყავს ტურისტი. ასევე მართოს დღის მანძილზე გუნდი. აუცილებელია გადაადგილება ხდებოდეს გამართული ტრანსპორტით და დაცული იქნას უსაფრთხოების წესები. ზოგადად ტურიზმზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, ამავდროულად ტურიზმს აქვს პოტენციალი შეცვალოს ეკონომიკური და სოციალური საზღვრები. ტურიზმი ასევე ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

  1. საკუთარი გამოცდილებიდან რომელ რეგიონებზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა?

მოთხოვნას რეგიონების მიმართს ასე კონკრეტულად ვერ გამოვყოფ, ვინაიდან ტურისტულ მარშრუტებზე მოგზაურობა დამოკიდებულია მაინც წლის სეზონზე. თუ ზაფხულში მოთხოვნა იმატებს მთის მიმართ და მოთხოვნის პიკშია სტეფანწმიდის, ხევის, ხევსურეთის და სვანეთის  ტურები,  შემოდგომაზე კახეთი, შიდა ქართლი, ასევე რაჭის აფერადებული რეგიონი იქცევს ყუდრადღებას.

  1. რას გეგმავთ სამომავლოდ?

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს პანდემიის მიზეზით იძულებული გავხდით შეგევცვალა მუშაობის რეჟიმი, თუმცა ამ პერიდში შევიძინეთ ტურისტული კომპანია “MODERN TRAVEL”. ეს ძალიან გვახარებს, რადგან შესაძლებლობას გვაძლევს დაინტერესებულ პირებს შევთავაზოთ ხარისხიანი, საინტერესო და დაუვიწყარი ტურები. ვგეგმავთ გავაძლიეროთ მარკეტინგის და რეკლამირების ნაწილი, ვინაიდან ჩვენს გუნდში არიან კვალიფიციული გიდები, პროფესიონალი და გამოცდილი მძღოლები. ვგეგმავთ აქტიურად გავაგრძელოთ ტურისტული საქმიანობა და მოვიპოვოთ კონკურენტული უპირატესობა.

ავტორი: მარიამ გილაური

Tags: