“გაიცანი საქართველო” სვანეთში

კამპანია “გაიცანი საქართველო გრძელდება” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სვანეთის ტურისტული პოტენციალის გასაცნობად სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებისათვის პრესტური გაიმართა.

ტურის ფარგლებში სხვადასხვა ტელეკომპანიების და გამოცემების 30 ჟურნალისტი, ოპერატორი და ბლოგერი მესტიასა და უშგულში იმყოფებოდა. ტურის მონაწილეებთან ერთად სვანეთში იმყოფებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე. მედიის წარმომადგენლებმა სიყვარულის კოშკი, ლამარია და ჩაჟაში მოინახულეს, დაათვალიერეს სვანეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი.

მესტიაში ჟურნალისტები „არტარეა“-ს წარმოდგენას დაესწრნენ, სადაც ფილმის ჯიმ შვანთეს ჩვენება და გოგი ძოძუაშვილის შესრულებით მუსიკალური პრემიერა გაიმართა. ღონისძიება პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდა.

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია „გაიცანი საქართველო“ 2015 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია.

ფოტო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ფოტო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ფოტო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ფოტო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

ფოტო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია