UNWTO – ს გენერალური მდივნის გზავნილი, 2020 წლის 23 ოქტომბერი.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომლითაც UNWTO ამაყობს, როგორც მისი ნაწილი, შეიქმნა იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს მშვიდობას ადამიანებსა და ერებს შორის და გვაძლევს საშუალებას ვითანამშრომლოთ ერთად, იმისთვის, რომ შევქმნათ ყველასთვის უკეთესი მომავალი.
75 წლის შემდეგ, ეს მისია ბევრად უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე.
იდეალები, რომელიც არის გაერთიანებული ერების სისტემის ცენტრში: სოლიდარობა, თანამშრომლობა და თანასწორობისკენ სწრაფვა წარმოადგენენ იმავე იდეალებს, რომლებიც საჭიროა COVID – 19 პანდემიის დამანგრეველი შედეგებისგან აღდგენის უზრუნველსაყოფად.
ეს ეხება ჩვენი საზოგადოების ყველა ნაწილს, განსაკუთრებით კი ტურიზმს, მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი მოუთმენლად ელოდება ტურიზმის განახლებას, ბევრისთვის მათი საარსებო წყარო უშუალოდ ამაზეა დამოკიდებული.
ამ მიზეზით, UNWTO – მ პირობა დადო, რომ არ გაჩერდება იმ შემთხვევებშიც კი, როდესაც სხვები სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ჩვენ პასუხისმგებლობა გვმართებს წინსვლისკენ, რომ მოვიზიდოთ სექტორის სხვა ნაწილი, ისევე, როგორც პოლიტიკური ლიდერები.
გლობალური ტურიზმის კრიზისის კომიტეტის ჩვენს მეექვსე შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმას, თუ რამდენად მტკიცედ უნდა დაიწყოს მოძრაობა ტურიზმის ყველა ნაწილმა.
კიდევ ერთხელ, კომიტეტის საშუალებით, ჩვენ შევძელით შეგვეკრიბა ხმების ფართო სპექტრი, რომელიც ასახავს ტურიზმის მრავალფეროვნებას. ის მოიცავს, როგორც პოლიტიკურ ლიდერებს, ასევე ბიზნეს ლოდერებსაც – მათ, ვისაც შეუძლია იდეების მოქმედებად გადაქცევა.
მხოლოდ ერთად ვართ ჩვენ უფრო ძლიერები. ჩვენ გამოვიყენებთ, როგორც კერძო სექტორის ძალას, ასევე მთავრობების გადაწყვეტილებებს ტურიზმის უსაფთხოების საერთო პროტოკოლების ახალი ნაკრების შემოღების შესახებ.
ეს უზრუნველყოფს უსაფრთხოებისა და ჰიგიენის პროტოკოლების მკაფიო და ჰარმონიზებულ წყობას, რაც აუცილებელია საერთაშორისო მოგზაურობისადმი ნდობის ასამაღლებლად.
ამავდროულად, ჩვენ ვაანალიზებთ, რომ ადამიანებს მოგზაურობის დროს არა მხოლოდ სურთ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, არამედ უნდათ იყონ დარწმუნებულნი იმაში, რომ გაურკვევლობის დროს მათ მხარს დაუჭერენ.
ამ მიზეზით, UNWTO ასევე ჩამოაყალიბებს ტურისტების დაცვის საერთაშორისო კოდექსს. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ვუზრუნველყოთ არა მხოლოდ ევროკავშირში მყოფი ქვეყნები, არამედ ყველა ჩვენი სახელმწიფოს წევრი, იმისთვის, რომ იყონ ჩართულნი ადამიანთა უსაფრთხო გადაადგილების აღდგენის გეგმებში ევროპის მასშტაბით.
ყველა ჩვენი მოქმედება დამყარებულია, ამ სწრაფად განვითარებადი ვითარების მკაფიო, ობიექტურ ანალიზზე.
როგორც COVID – 19 დაკავშირებული ჯანმრთელობის რისკების შესახებ არსებული დეზინფორმაცია სიცოცხლეს აგდებს საფრთხეში, ასევე საერთაშორისო მოგზაურობების უსაფრთხოების შესახებ არსებული დეზინფორმაციაც არსებობისთვის საჭირო საშალებებს აგდებს საფრთხის ქვეშ.
ამ კრიზისის დაწყებისთანავე UNWTO იყო ჩვენი სექტორის ყველა წევრისთვის სანდო, გადამოწმებული ინფორმაციის წყარო, ისევე, როგორც მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.
ჩვენმა მონაცემებმა და იდეებმა, იმოქმედა ტურიზმის რეაგირებაზე და ახლა მის აღდგენას უწყობს ხელს.
მაშინ, როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 75 წლის თანამშრომლობას და წინსვლას აღნიშნავს, ჩვენ ვდგავართ „გადამოწმებული“ კომპანიის უკან, რომელიც დაიწყო გენერალურმა მდივანმა – ანტონიო გუტერეშმა ყალბი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით და ამავდროულად უწყობდა ხელს თავისუფალი აზრის პატივისცემას.
საერთაშორისო მოგზაურობების დაბრუნება უსაფრთხოდ შეიძლება – ჩვენ დავრწმუნდით ამაში საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით პირადი შეხვედრების დროს, ჩვენ ვთანამშრომლობთ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან და ტურისტების საცხოვრებლების პროვაიდერებთან, იმისთვის, რომ გავარკვიოთ, თუ რამდენად აქტიურად ეხმარება ტურიზმი ჩვენს ახალ რეალობაში ადაპტირებას.
ეს ჩვენ დაგვეხმარება დავიწყოთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მისიის შემდეგი 75 წელი, იმისთვის, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა მოვუტანოთ ყველას და არავინ დავტოვოთ ჩვენ ზურგს უკან.
UNWTO – გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი
ზურაბ პოლოლიკაშვილი
წყარო: მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია
ავტორი: სალომე კავაზაშვილი