“გადმოხტი და გაიყინე”

2018 წლის 24 მარტს გუდაურში ზამთრის ყველაზე ექსტრემალური და გასართობი შეჯიბრი Red Bull Jump&Freeze / ,,გადმოხტი და გაიყინე” გაიმართება.

სახალისო კოსტიუმებში გამოწყობილი მონაწილეები 100 მეტრიანი სასრიალო ბილიკიდან დაეშვებიანენ და ტრამპლინიდან პირდაპირ ცივი წყლით სავსე აუზში ჩახტებიან.

ღონისძიების მხარდამჭერია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია.

 

წყარო: საქართველოს მთის კურორტები