“Forbes” საქართველოს შესახებ

ჟურნალმა Forbes-მა საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია მოამზადა. Forbes-ის ჟურნალისტები საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ეწვივნენ.
„რატომ არის საქართველო ღვინისა და კერძების საინტერესო ტურისტული მიმართულება“ ამ სათაურით გავლენიანი ჟურნალი Forbes საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. Forbes-ის ჟურნალისტმა ადამ მორგენტერნმა საქართველოში იმოგზაურა და მკითხველს საკუთარი შთაბეჭდილებები გაუზიარა.
ტატიაში განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ქართულ ღვინოსა და მრავალფეროვან კერძებზე,

ჟურნალისტი აღწერს საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ უბნებსაც.
„ საქართველოში მოგზაურობისთვის ორი სიტყვა ვისწავლე, ეს არის მადლობა და გაუმარჯოს. კიდევ სხვა ფრაზებიც მოვამზადე, მაგრამ გაუთავებელმა კერძებმა, ღვინომ და ნამდვილმა სტუმართმასპინძლობამ დაგეგმილი მარშრუტებიდან გადამისროლა და 3 დღეში სხვა არაფრის თქმა აღარ იყო საჭირო. ქართველი რომ არ ვიყავი მემგონი ეს ხალხმა არც იცოდა.

ჩემი რჩევაა თუ არ გაქვთ შერჩეული სუფრის დატოვების სტრატეგია, ისე ქართულ სუფრაზე არ დაჯდეთ. რესტორანი იქნება თუ სახლი სუფრაზე კერძები არ ილევა, როგორც სამზარეულოს თემატიკაზე მომუშავე მწერალი კარლა კაპალბო წერს ქართველებისთვის სტუმარი ღვთისაა და სუფრაზე სტუმარი პასუხისმგებლობას და სიამოვნებას ნიშნავს. საჭმლის მოყვარულები საქართველოში ნამდვილად გაიხარებენ სხვადასხვა სახის ხორცის, მათ შორის ფრინველის და თევზის კერძებით, ასევე ბოსტნეულით. სადაც არ უნდა წახვიდე ყველგან დააგემოვნებთ სრულიად ახალი პომიდვრის და კიტრის სალათებს, სახლში მომზადებულ ყველს და უგემრიელეს ქართულ პურს. 

საქართველო იტალიას ჰგავს, თითოეულ რეგიონს კერძების საკუთარი ხელწერა აქვს. „-სტატიის ავტორი დეტალურად აღწერს ხაჭაპურს, ხინკალს და სხვა კერძებს. ჟურნალისტი ადამ მორგენტერნი მკითხველს მოუთხრობს ქართული ღვინის 8 ათასწლოვანი ისტორიის შესახებ. სტატიაში აღწერილია ძველი თბილისი, ნარიყალა, აბანოთუბანი და მეტეხი. 

ჟურნალი Forbes საქართველოს შესახებ კიდევ ერთ სტატიას მოამზადებს, რომელიც ღვინის რეგიონებს, ღვინის მომზადების წესებს და ქართულ მონასტრებს მიეძღვნება.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინიტრაციამ 2017 წელს საქართველოს ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო ბაზრებზე წარმოჩენისა და პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა ქვეყნებიდან 683 ჟურნალისტი და 239 ტუროპერატორი მოიწვია, პრესტურების შედეგად მომზადდა 1000-ზე მეტი სტატია და 100-ზე მეტი სატელევიზო სიუჟეტი და გადაცემა. 

Forbes – Why Georgia (The Country) Is The Next Great Food And Wine Destination (Part I)

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია